გორის ,,დილას” მეკარე – გუნდის ხარისხი ნელ-ნელა აიწევს და ამასთან ერთად სანახაობრივიი მხარეც გაიზრდება.

10525711_442688745873861_4534703865069434161_nსაფეხბურთო კლუბ გორის „დილას” მეკარე დავით მარიამიძე ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს საფეხბურთო გუნდების არსებობაში, თავისი სიმაღლითა და ფიზიკური მონაცემებით. მისი დებიუტი გიორგი დევდარიანის დროსა და ნუკრი რევიშვილის ვარჯიშის დროს დაიწყო.
დავითი ჯერ სულ რაღაც 18 წლისაა და მან უკვე შეძლოს გულშემატკივართა გულის მოგება ,, დილას მართლაც ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, ეს ყველაფერი მაშინ გამოჩნდა, როცა 0-1 წავაგეთ ბათუმის დინამოსთან. მატჩის ბოლოს გულშემატკივრები “გორის დილას” სკანდირებდნენ.

საუბარი მისი კარიერის დასაწყისს, ამჟამინდელ საქმიანობასა და მომავალს ეხება.

დავით, თავდაპირველად მოგვიყევით თქვენს შესახებ.

ვარ 18 წლის, დავიბადე ქალაქ გორში და აქვე დავიწყე ფეხბურთის თამაში, რომელსაც მთელი ცემი ცხოვრება მივუძღვენი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა იყო.

როგორ მოხვდით ფეხბურთში?
უბანში ყველაზე პატარა მე ვიყავი და სულ მე მიწევდა კარებში დგომა, აქედან გამიჩნდა სურვილი ფეხბურთზე მივსულიყავი და ჩემმა მშობლებმა შემისრულეს, რისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ.
პირველი ვარჯიში გავიხსენოთ.
პირველი ვარჯიში სრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ ვიცვამდი მეკარის ხელთათმანებს და სიხარულით გავრბოდი კარებისკენ.

თვლი, რომ ოცნება აგიხდა?

არა ოცნების ახდენამდე ჯერ კიდევ ძალიან ბავრი სამუშაო მაქვს საკუთარ თავზე, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ღმერთმა საშუალება მომცა ჩემს ოცნებას გავყოლოდი.

რამდენი ხანია რაც გორის დილაში ხარ?

ბავშობიდან დილას ბავშვთა აკადემიაში ვიზრდებოდი. 14 წლიდან დინამო ,,თბილისში’’ ვირიცხებოდი . თექვსმეტი წლის ისევ გორის დილაში დავბრუნდი.

თანამედროვე ფეხბურთში მეკარისთვის აუცილებელია, რომ ფეხით კარგად თამაშობდეს, მცველების უკან ლიბეროსავით მოქმედებდეს, უკარნახოს მათ.

დღეს-დღეისობით ასეთ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მეკარე და ეს აუცილებელიცაა, როდესაც გრძნობს ათი კაცი, რომ უკან მეკარე დგას უფრო დიდი იმედით არიან სტადიონზე ,ასე ,რომ მეკარეებს მოუწევთ ამ თვისებების შეძენა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ სტანდარტი.

გორელი ხარ და შენი ქალაქის გუნდში არასდროს არ გითამაშია – როცა ფეხბურთელის კარიერას იწყებდი, ამაზე არ ოცნებობდი?

ოცნება ძალიან ადვილია, დაწვები დახუჭავ თვალებს და წარმოიდგენ თუნდაც შენი ქალაქის შენი ხალხის ღირსება,ს როგორ იცავ სტადიონზე, მაგრამ რეალობაში ჩემი აზრით რთულია ამის გაკეთება, მითუმეტეს ასეთი გამოცდილი მეკარეები ირიცხებიან გორის დილაში,
10599635_443890775753658_6649501700360500964_n
საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ერთგული და ემოციური გულშემატკივრები,ალბათ, ქუთაისის „ტორპედოსა” და „დილას” ჰყავთ.
დილას მართლაც ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, ეს ყველაფერი მაშინ გამოჩნდა როდესაც შინ 0-1 წავაგეთ ბათუმის დინამოსთან, მატჩის ბოლოს გულშემატკივრები “გორის დილას” სკანდირებდნენ.

გორის დილასა და ბათუმის დინამოს თამაში, სადაც დილამ 0:1 წააგო, რა იყო ამის მიზეზი? ამბობენ სუდიამ ჯარიმა არ ჩათვალა-ო

ჯარიმას თავი დაანებეთ ორი თერთმეტ მეტრიანი არ დანიშნა, მიუხედავად ამისა ჩვენებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ თერთმეტ კაცს თხუთმეტი კაცი, რომ გეთამაშება ძალიან რთულია.(ორი ბაკავოი და ერთი მსაჯი, უი ხო ერთიც ზამენაზე მყოფი) ამან გამოიწვია წაგება.

რაც არ უნდა კარგი ხელფასი და პრემია ჰქონდეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს, ის მაინც ცუდ სიტუაციაშია, რადგან სტადიონის ტრიბუნები მეტწილად ცარიელია, გორის დილასა და დინამოს გარდა სხვა ქალაქებში ბევრი ხალხის სტადიონზე მისვლა დიდი პრობლემაა…

ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაა. ფეხბურთელებმა თავისი თამაშით უნდა დაანახოს მაყურებელს, რომ ღირს თამაშებზე მისვლა. მაგალითად გავიხსენოთ ჩიხურა, რომელმაც მთელი საქართველო მიიზიდა არა მარტო სტადიონზე, არამედ ტელეეკრანებთანაც. პოტენციალი ქართველებს არ გვაკლია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება.

18 წელი მეკარისთვის ალბათ ის ასაკია, რომ წინსვლის პერსპექტივა დიდია, შენი სამომავლო გეგმები, როგორია?

ჯერ ახალგაზრდა ვარ როგორც უკვე ვთქვი ჩემს თავზე უნდა ვიმუშაო ძალიან ბევრიი თუ მინდა დასახულ მიზანს მივაღწიო სამომავლოდ არსად არ ვაპირებ წასვლას ბედნიერი ვარ მშობლიური გუნდის სახელს რომ ვატარებ ასერომ არსად წასვლას მე არვაპირებ დასამტკიცებელი მაქვს ზალიან ბევრიი რაამ ზალიან ბევრიი ადამიანისთვის

თამაშის ხარისხი როგორია გორის ,,დილაში”?
ძალიან კარგი კოლექტივია და თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს გორის დილა გუნდში, როგორც ახალგაზრდები ასევე გამოცდილი ფეხბურთელებიიც არიან. აქედან გამომდინარე ხარისხი ნელ-ნელა აიწევს და ამასთან ერთად სანახაობრივიი მხარეც გაიზრდება.
10386902_430803267062409_21081448648891204_o

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: