,,ანსაბლი ,,ფესვები’’ დევნილ ახალგაზრდებს ცეკვის შესწავლას შეღავათიან ფასებში ჰპირდება’’

Imageქეთევან ქველიძე : 2009 წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. 5 წლის ასაკიდან დაიწყო ილიკო სუხიშვილის სახელობის გორის ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში სიარული. 2002 წელს დაამთავრა აღნიშნულ სტუდიაში სიარული და გადავიდა სუხიშვილის ანსაბლში. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ოლიპიადებზე და ფესტივალებში.

-ქეთევან, რატომ გადაწყვიტე გემუშავა დევნილ ახალგაზრდებში?

17 წლიდან დავიწყე მუშაობა ცეკვის მასწავლებლად გორის მე-2 ბაგა ბაღში. წარმატებული მუშაობის შედეგად მიმიწვიეს მე-13 ბაგა ბაღში, ასევე მე-9 და მე-19 ბაგა ბაღში, რომელიც კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში გაიხსნა. ამ ბაღში მუშაობისას მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კერძოდ მომემზადებინა დევილი ახალგაზრდებუ, გავხსენი ქორეოგრაფიული სტუდია დევნილთა ჩასახლებაში. მე ამგზით ახალგაზრდებს მივეცი განვითარებისა და ცოდნის შანსი.

-რამდენი მოსწავლე დადის ამჟამად ანსაბლში და როგორ მუშაობ მათთან, თუ გაქვს მიდგომის განსხვავებული სტილი

სტუდია უკვე ფუნქციონირებს 2 წელია და მასში სწავლობს 65 ბავშვი. გამომდინარე იქიდან, რომ მიყვარს ჩემი საქმე და განსაკუთრებით ბავშვები, ვარ მათ მიმართ ძალიან მეგობრული და ვცდილობ ყველანაირად შევაყვარო ცეკვა, გავაღვიძო მათში ენთუზიაზმი, გავხადო უფრო მოტივირებულები.

-დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა სად და როგორ უნდა მოგაკითხონ?

ჩვენი სტუდია ფუნქციონირებს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში. კარალეთის სოციალურ, კომუნალური ცენტრი, ცხინვალის გზატკეცილი 3კმ. შაბათ-კვირას 11 სთ-4 სთმდე.

-როგორც ჩემთვის ცნობილია გადასახადი მინიმალურია, საზოგადოებას, რომ განვუმარტოთ კონკრეტულად.

Imageგამომდინარე იქიდან, რომ ეს  ბავშვები არიან დევნილები, გადასახადი მინიმალურს 10 ლარს შეადგენს, რომ ყველა დევნილმა შეძლოს სიარული.

-რაც შეეხება ანსაბლის სახელს, რატომ გადაწყვიტე დაგერქმია სახელი ,,ფესვები’’?

ეს ბავშვები სამაჩაბლოდან არიან და ამის გამო. მათი ფესვები ხომ მათი სოფლიდანაა. ამიტომ ვთვლიდი, რომ თემატურად ეს შესაბამებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ქორეოგრაფიული თუ ფოლკლორული ანსაბლი დარეგისტრლებულია ამ სახელით. გამომდინარე იქიდან, რომ ფართო ასპარესზე ვაპირებთ გასვლას შესაბამისადაჩ ახალი სახელით სულ რამდენიმე ხანში წავრსდგებით მაყურებლის წინაშე. სტუდია ფესვები სახელს იცვლის და ,,ქველი’’ დაერქმევა. ქველი ნიშნავს მოწყალე, კეთილსინდისიერებას. თვითონ სიტყვა ადამიანებში იწვევს ქველმოქმედებას.

-როდის წარსდგებიან დევნილი ახალგაზრდები მაყურებლის წინაშე?

ანსაბლი მაყურებლის წინაშე უკვე 2-ჯერ წარსდგა, მაგრამ უახლოეს მომავალშიც იქგეგმება კონცერტი.

-ახალგაზრდებს თუ ექნებათ იმისა შესაძლებლობა, რომ ზაფხულში გასტროლებზე წავიდნენ?

წლის ბოლოს ვგეგმავ 10 დღიან გასტროლს. ბავშვების უმრავლესობა არა რის ნამყოფი კურორტებზე. რაც მათი დიდი ხნის აუხდენელი ოცნებაა. ამ გასტროლებზე ცაუტარდებათ ზბორები ყოველ დღე. რის შემდეგაც დაიდგება ცეკვები და მიღებული ცოდნით წარსდგებიან სცენაზე.

-რას გეგმავთ სამომავლოდ?

მე ვმუშაობ 2 პროექტზე, რომელიც შეეხება ფორმებსა და გასტროლების დაფინანსებას, რადგან მინდა, რომ დაფინანსების შემტხვევაშუ  ავარიდო მათ ის ხარჯები. ასევე ვაპირებთ ვერხვების კოტეჯებში ჩვენი ანსაბლის პრეზენტაციას. ვგეგმავთ ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ფილიალის გახსნას, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა ცეკვისა.

-და ბოლოს, რას უსურვებდით დევნილ მოსახლეობას?

დევნილ მოსახლეობას ვუსურვებ, რაც ყველაზე მეტად სურთ, მათ საკუთარ სახლებში დაბრუნებას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.ImageImage

                                                                                                                           

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: