-ოჰ, როგორ მიყვარს ის წლები, როგორ მიყვარან ჩემი კლასელები, რომლებთან ერთადაც წლები გავატარე.

Image

კარგად მახსოვს პირველი დღე, დედამ და ბებიამ საგულდაგულოდ გამომაწყვეს სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდ ტანსაცმელში,  მახსოვს ისიც რომ ძალიან მიხაროდა და ვგრძნობდი რომ იწყებოდა რაღაც ახალი ჩემში, ნამდვილი ცხვორება,  უკვე არც ისე პატარა აღარ ვიყავი,მეცვა შავი შარვალი, თეთრი პერანგი და ყელზე პატარა ბაფთა მეკეთა. როცა შევედი კლასში დაბნეული და გაურკვეველი თვალები მქონდა, დედამ მერხამდე მიმაცილა და მასწავლებელმა მშობლები დაითხოვა, ბევრმა ტირილი დაიწყო, მეც მათ შორის-ეს, ალბათ , ტრადიციაა. ის წელი მთლიანად დადებითი იყო ჩემთვის, მიხაროდა სკოლაში სიარული, თუმცა სახლში მეცადინეობა არ მიყვარდა, დავდიოდით კლასელები ერთმანეთთან. დაბადებისდღეზე საჩუქრებს ვჩუქნიდით ერთმანეთს და ლექსებს ვუძღვნიდით მასწავლებლის დავალებით, ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილი მიყვარდა რადგან სრული თავისუფლება მქონდა, არასდროს მეხერხებოდა ეს საქმე, ყოველ გაკვეთილზე სახლს, ცას, მიწას, და მზეს ვხატავდი რომელიც იცინოდა. დედების დღეს მასწავლებლის დავალებით ბავშვებმა მისალოცი ბარათები გავაკეთეთ დედებისთვის,  კარგი კალიგრაფიით არასოდეს გამოვირჩეოდი, თუმცა მაინც დავწერე, რომ დედა ძალიან მიყვარს და ვულოცავდი, მივახატე პატარა გემიც, რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ რა მექნა, სხვა არაფერი შემეძლო, სახლი და მზე უკვე ყველას ყელში ქონდა ამოსული. მოკლედ ჩაიარა იმ ბედნიერების წლებმა და ასე ერთად შეკრული კლასი ომმა დაგვფანტა. მე დროებით საცხოლრებლის შეცვლა დამჭირდა, ასევე თითოეულ მათგანს. ომის გამო  სხვა სკოლაში გადამიყვანეს, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა, უძლური ვიყავი.  წლები გადიოდა,  შემდეგ კიდევ შევიცვალე სკოლა და გადავედი იქ, რომელიც საბოლოოდ დავამთავრე, ეს კლასი ჩემთვის განსაკუთრებუი აღმოჩნდა, იქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც ახლაც ვერდზე მყვანან და ვიცი, რომ არასოდეს დავკარგავ.

გული მტკივა ჩემს ყოფილ კლასელებს, რომ ვერღარ ვხედავ, როგორ უნდა დავივიწყო მათი ბედნიერი საახეები და სიყვარულით შეყვარებულები სამაჩაბლოზე?. ახლა თითოეულ მათგანს სოციალური ქსელის საშუალებით თუ შევეხმიანები და მოვიკითხავ. მე-6 წელი ხდება და ნორმალურად – აი ,ისე ჩვენ, რომ გვიყვარდა ერთმანეთს ვერ ვხედავთ, ვერ ვყვებით ერთმანეთის წარმატებებზე. მთელი სულითა და გულით გვინდა ყოველ წელს შეკრეფა და ქეიფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რადგან ზოგი გორში, ზოგი კოდაში, ზოგიც კი სხვადასხვა დევნილთა ჩასახლებებში არიან დასახლებულები. როგორ შეიძლება დავივიწყო ჩემი დამრიგებელი ქალბატონი ლალი ვახტანგაშვილი?- ან კლასი,რომელიც ბაბილონის გოდოლს მოგაგონებდათ?. ჩემი დამრიგებელი სულ იმას ცდილობდა სწავლასთან ერთად ყვავილების ისყვარული და მოვლა გვესწავლა-რა ძნელია ახლა ამის დაწერა,მაგრამ რა ვქნათ ეს რიალობაა.

ჩემი სკოლის თითოეული მასწავლებელი განათლებულები და მხიარულები, მათთან სკოლის ბოლომდე დამთავრება რა ბედნიერება იქნებოდა?.  ისინიც, როგორ დაიფანტნენ კოლეგები და მეგობრები ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს ,მაგრამ მათი მოკითხვის საშუალებას ,ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა’’ მუდამ მისცემს

მე ბედნიერი ვარ ,რომ ჟურნალი ,,ლიახვის ხება’’ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გითხრათ, როგორ მენატრებით და როგორ მაკლიხართ. ვისურვებდი,რომ მალე დავბრუნებულიყავით ჩვენს სამაჩაბლოში და ერთად გვეკეთებინოს ქართული საქმე-ჩვენივე წარმატებისთვის. ოჰ, როგორ მიყვარს ის წლები, როგ მიყვარან ჩემი კლასელები, რომლებთან ერთადაც წლები გავატარე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: