მედეა ახალკაცი-,,მისდიო მოდას სისულელა,ჩამორჩე მას სასაცილო“

Image

რა არის მოდა?ეს ისეთი სენია,რომლისგანაც განკურნება ბევრს არ შეუძლია. მიჰყვები,მიჰყვები და ვერ ჩერდები,თანაც ბრმად ენდობი და იცვამ იმას,რაც მოდაშია იმისდამიუხედავად, ეს სამოსი გიხდება თუ არა. არ გინდა ჩამორჩე ახალ ტენდეციებს და ხდები მოდის ,,ედიქტი“ ანუ მასზე დამოკიდებული.

რაც უფრო დიდი დრო გადის,მითუფრო გემოვნებინად ჩაცმულ ახალგაზრდებს ვხვდებით საქართველოს ქუჩებში,თამამად შეგვიძლია იმის თქმა,რომ მოდამ საქართველომდეც შემოაღწია და იცვამენ ისე,როგორც მათ სურთ.

რას ფიქრობენ ქართველი მოდელები დღევანდელ მოდაზე, ამის გარკვევას ერთ-ერთ გორელ მოდელთან  მედეა ახალკაცთან შევეცადე, რომელსაც მოდასთან დაკაშირებით საკუთარი ხედვა და განმარტებები აქვს.

 

 

მედეა რას ნიშნავს შენთვის მოდა?

 

ჩემთვის მოდა  ერთ-ერთი საინტერესო სფეროა,იცვამ იმას რაც გიხდება აი ესაა ჩემთის მოდა.

– რამ გადაგაწყვეტინა გამხდარიყავი მოდელი?

ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ეს სფერო და შეიძლება ითქვას ვოცნებობდი მოდელობაზე.

-როგორ გაიხსენებ პირველ ჩვენებას?

მახსოვს პოდიუმზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერდი,მართლა ძალიან ვნერვიულობდი.

-როგორც  ვიცი გორის უნივერსიტეტში სწავლობ არ გიჭირს ორი პროფესიის ერთად დაუფლება?

არა არ მიჭირს,ვარ ძალიან აქტიური,ბიზნესზე ვსწავლობ და ვფიქრობ ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეს პროფესია. მოდელობა კი ჩემთის ყველაზე საინტერესო საქმიანობაა,რითაც არასდროს დავიღლები,ძალიან მიყვარს ფოტო-სესიები,რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

-რას ფიქრობ გორში არსებულ სამოდელო სააგენტოებზე და აქვთ თუ არა წარმატების შანსი?

ვფიქრობ,რომ მომავალი აქვთ,თუ რათქმაუნდა დაიხვეწებიან,ძალიან დიდი შრომაა საჭირო, იმედია წარმატებებს მიაღწევენ, მე მოხარული ვიქნები, რომ ჩემს რეგიონში იფუნქციონირებს წარმატებული სამოდელო სააგენტო.

-და ბოლოს, ხარ თუ არა მოდაზე დამოკიდებული და მისდევ თუ არა მსოპლიო მოდის ტენდეციებს?

კი,მივდევ შეძლებისდაგვარად.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: