ვერხვების დევნილთა ჩასახლების მოსახლეობა ახალ წელს უწყლოდ, სიცივეში შეხვდება

Image

გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში, დღეს, დილის რვა საათიდან წყლის მიწოდება შეწყდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემას ადგილობრივ ხელისუფლება ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოაგვარებს. ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია როდის აღუდგებათ წყლის მიწოდება დევნილებს.

არჩევნების შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც წყლის მიწოდება შეწყდა. დასახლებაში მცხოვრები დევნილების განმარტებით, თუ ამ ორ დღეში „წყალ-კანალი“ ყურადღებას არ გამოიჩენს და არ მოხდება მათთვის წყლის მიწოდების აღდგენა, ისინი საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

დასახლებაში მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა აქვს. შეფერხებით ხდება ბუნებრივი აირის მიწოდებაც, რადგან აირის წნევა ძალიან დაბალია. ამ მიზეზით, ე.წ. ,,კარმების” ჩართვა აზრს კარგავს.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობა შიშობს, რომ 2014 წელს სიცივეში, უწყლოდ შეხვდებიან. იმედია, მთავრობა გამოიჩენს ყურადღებას და მიხედავს დევნილთა პრობლემებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: