,,აქტიური ახალგაზრდები და წარმატებული ნაბიჯები პროექტებში’’

Image

უკვე რამდენიმე წელია, რაც კოდის სათემო განათლების ცენტრში ჩამოყალიბდა და წარმატებით ფუნქციონირებს ,,ახალგაზრდული კლუბი’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული განვითარება-არაფორმალური განათლების გზით. კლუბში გაერთიანებულია 25- ადგილობრივი და დევნილი მოზარდი 12-დან 25 წლის ჩათვლით. კლუბის ხელმძღვანელი, 19 წლის ჯემალ ბორცვაძე განმარტავს, რომ მათი ერთად ყოფნის საჭიროება სხვადასხვა აქტივობებმა და იმ შესაძლებლობებმა განაპირობა, რომლებიც თანატოლებში აღმოაჩინეს. ახალგაზრდული კლუბისა და მისი მიზნების შესახებ ,,ლიახვის ხეობას’’ სწორედ კლუბის ხელმძღვანელი ესაუბრა.

 

-ჯემალ, რა მიზნით შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დევნილი ახალგაზრდებისთვის?

 

-კოდის სათემო განათლების ცენტრში 2010 წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი, რომლის მიზანია ახალგაზრდების განვითარება-არაფორმალური განათლების გზით. კლუბში გაერთიანებულია 25 ადგილობრივი და დევნილი მოზარდი 12-დან 25 წლის ჩათვლით. ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული კლუბის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათი პიროვნული განვითარებისთვის. მოზარდებს რეგულარულად უტარდებათ ტრენინგი აქტუალურ თემებზე, რომლებიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.აღნიშნული     ტრენინგების მიზანია მონაწილეების აზროვნების განვითარება, დისკუსიების მეშვეობით. გარდა ტრენინგებისა, ახალგაზრდული კლუბი მოიცავს ლაშქრობებსა და ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოზარდები ასევე სწავლობენ, თუ ,როგორ გაუკეთონ ორგანიზება ამა თუ იმ ღონისძიებას. მათ მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ფესტივალი “მრავალფეროვანი კოდა”.

 

როგორ,ფიქრობ,რა გამოცდილებას მისცემს ,,ახალგაზრდული კლუბი’’ მოზარდებს?

 

პირველ რიგში, ისინი ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. უწევთ სხვების მოსმენა და მათი აზრის პატივისცემა, რაც მათ აზროვნებაზე დადებითად აისახება. ასევე ახალგაზრდული კლუბი ყოვლწლიურად მასპინძლობს უცხოელ მოხალისეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში კლუბის მონაწილეებთან მუშაობენ, რაც მოზარდებს საშუალებას აძლევას, გაეცნონ სხვა ქვეყნის ტრადიციებს. გარდა ამისა, უცხოელებთან მუშაობის დროს ახალგზარდები ცდილობენ ინგლისურ ენაზე ისაუბრონ, რაც მათ ეხმარებათ ინგლისური ენის გაუმჯობესებაში.

 

-რა აქტივობები განახორციელა ამ დრომდე კლუბმა?

 

აქტივობები მართლაც ბევრი განხორციელდა, ჩატარდა არაერთი ტრენინგი, ვიყავით საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების დასათვარიელებლად, მოეწყო ღონისძიებები და სხვა.

 

-ჩვენი ჟურნალის,მეშვეობით რას ეტყოდი სხვა ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს?

 

ვიცი, რომ თითქმის ყველა დევნილთა ჩასახლებაში მსგავსი სათემო განათლების ცენტრი არსებობს, რომელთა ერთ-ერთ მიმართულებას ახალგაზრდებზე მუშაობა წარმოადგენს. ვფიქრობ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ყველა ახალგაზრდისთვის, რომ მომავალში იყვნენ წარმატებულები. ყველას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შანსი, დაკავდნენ აქტიური ცხოვრებით და შედეგით აუცილებლად კმაყოფილები დარჩებიან.

 

-და ბოლოს რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 

ახალგაზრდულ კლუბში ისევ გაგრძელდება ტრენინგების ჩატარება, თუმცა აღსანიშვანი ის არის, რომ ტრენინგებს არა ტრენერი, არამედ თვითონ კლუბის მონაწილეები ჩაატარებენ. კლუბში შერჩეულია 4 მოზარდი, რომლებიც გადამზადებას გადიან ამერიკელ მოხალისესთან. ჩართულები ვართ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” პროექტებში, რომლებსაც დეკემბერში განვახორციელებთ. ბევრი მოზარდი გამოთქვამს სურვილს, ახალგაზრდულ კლუბში გაწევრიანებაზე, ამიტომ სამომავლოდ ვაპირებ მეორე ჯგუფის გახსნას, სადაც მსგავსი პროგრამა განხორციელდება.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: