,,დიმიტრი სანაკოევი: „საკითხები ან მოსკოვთან ერთად უნდა გადაწყდეს, ან ხელშეუხებელი დარჩეს…“

Image

როგორ აფასებთ ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებას?

– ის რაც ოკუპაციის ხაზზე ხდება უარყოფით ზეგავლენას ახდენს თბილისის 
ძალისხმევაზე დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენ ვხედავთ სამხრეთ 
ოსეთის სტრუქტურებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს 
მშვიდობიან ინიციატივებზე ზეწოლას. ხდება ქართული მხარის პროვოცირება: 
ხომ შესაძლებელია არ გაავლონ გამყოფი ხაზი, რომელიც სოფლის ნაწილს მეორე 
მხარეს ტოვებს. რა საჭიროა ამის ხელოვნურად პროვოცირება? ჩემი აზრით 
საქართველოს წარმომადგენლებს შეეძლოთ ერგნეთის შეხვედრების ფორმატში 
ისე წარემართათ მოლაპარაკებების პროცესი, რომ თავიდან აეცილებინათ 
გარემოებათა შემდგომი ესკალაცია. 

ანუ თქვენ თვლით, რომ თბილისმა უნდა გამართოს მოლაპარაკებები მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან ოკუპაციის ხაზზე ტრაექტორიის გავლების შესახებ?

 – დიახ, რადგან აღნიშნული ხაზი მაინც გავლების პროცესშია, რის 
შედეგადაც სოფელი ორად იყოფა, ხალხი იტანჯება, იქმნება კონფლიქტი, 
თბილისს კი ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რითაც შეძლებდა უკანონო 
მავთულხლართების ინსტალირების პროცესის შეჩერებას. არც იმის პრეცედენტი 
არსებობს, რომ თბილისის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შეაჩერეს ეს პროცესი. 
ამიტომ ამ ეტაპზე უკეთესია არ წარმოიქმნას ახალი კონფლიქტები, არ ჩავაყენოთ 
ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები უმძიმეს 
მდგომარეობაში და არ მოხდეს მათი ინტერესების მსხვერპლად შეწირვა. 

საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი 
საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოკუპაციის ხაზის 
გაფართოება კი არა, არამედ უკვე არსებულის გამაგრება ხდება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 – რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების მიერ განხორციელებული 
უკონტროლო ქმედებები, რომელიც ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართების 
ინსტალაციის სახით ვლინდება, შესაძლოა იყოს ან გაფართოება, ან გამაგრება, 
გამომდინარე იქიდან, რომ მათი ქმედებები თავისი არსით თავისთავად 
უკონტროლოა. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს, 
ქართული მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაერგნეთის 
შეხვედრების ფორმატში ჩაერთოს ასეთი საკითხების გადაწყვეტაში.

– ბოლო დროს ოკუპაციის ხაზზე საპროტესტო აქციები იმართება – ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ოკუპაციას აპროტესტებენ. მავთულხლართებთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. ცხინვალში აქციები 
შეფასდა როგორცპოლიტიკური სპექტაკლი“. მათ განაცხადეს, რომასეთი 
სახის ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ინციდენტების პროვოცირება 
მოახდინოს რეგიონში“. თქვენ გამყოფ ხაზზე უშვებთ სიტუაციის გამძაფრების შესაძლებლობას? 

– ოკუპაციის ხაზზე ყოველთვიურად რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების 
მიერ ათობით საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების – სამხრეთ ოსეთის 
მაცხოვრებლების დაკავება ხდება. ეს მოწმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს 
რიგით მოქალაქეებს როგორც თავისუფალ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 
აქვთ ურთიერთობის სურვილი. არ ღირს ბერლინის კედლის ფენომენის 
დავიწყებაც – ის იყო გამყოფი ხაზი გერმანიის მოსახლეობისათვის. საბოლოო ჯამში კი დაეცა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, არაფერია იმაში გასაკვირი, 
რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები, ისევე როგორც ქვეყნის ოკუპაცია, 
იწვევს აღშფოთებასა და პროტესტის გრძნობას. თუკი ადამიანების სურვილია 
ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან და ეს ფაქტი უგულებელყოფილი 
იქნება, რა თქმა უნდა ჟურნალისტებიც და სამოქალაქო საზოგადოებაც ამას 
გააპროტესტებს და შესამაბისი რეაგირებაც ექნება. 

უკავშირებთ თუ არა მავთულხლართების გაბმას სოჭის ოლიმპიადას, კერძოდ კი 
ოკუპაციის ხაზის ტერორისტების მიერ გადაკვეთის პრევენციას? 

– მე არ უკავშირებ მავთულხლართების ინსტალაციას სოჭის ოლიმპიადის 
დაწყებას. ტერორისტი, ისევე როგორც ნებისმიერი მაცხოვრებელი, შეძლებს 
გადავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმ ხელსაწყოთი, რომელიც გაჭრის 
მავთულხლართს. ეს არ არის საზღვარი. ეს უბრალოდ მავთულხლართებია, 
რომელიც უფრო მეტად შეაჩერებს საქონლის მოძრაობას ვიდრე ტერორისტებს.

ოკუპაციის ხაზზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რაში ხედავთ 
გამოსავალს?

– ამაზე რუსეთთან უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, 
რომ საოკუპაციო ძალების არც ერთი ქმედება არ ხდება მოსკოვის ნებართვის 
გარეშე, რომელიც თავის სამხედროებს მითითებებს აძლევს ცხინვალის რეგიონში 
ჩაატაროს ასეთი სახის სამუშაოები. მათ შესაძლოა მოუსმინონ, მაგრამ არ 
შეასრულებენ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ დირექტივებს. 
ამიტომ ამის შესახებ პირდაპირ მოსკოვთან უდა ისაუბრო. მაგალითად, კარასინ–
აბაშიძის შეხვედრების ფორმატში. 

აღნიშნული საკითხი წამოწეული იქნა ერთერთ ბოლო შეხვედრაზე, თუმცა 
არანაირი შედეგი ამას არ მოყოლია...

– სხვა საქმეა – არის თუ არა შედეგი. თუმცა საკითხი რუსეთის წინაშე უნდა 
დაისვას. ჟენევის მოლაპარაკებები ამას ვერ გადაწყვეტს. ვინაიდან ამ ფორმატში 
მონაწილეობენ ექსპერტები და არა უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები. 
დღეს არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც საქართველოს ამ ინტერესთა 
კონტექსტში მაგივრობას გაუწევს. ამიტომ თბილისმა თავად უნდა გადაწყვიტოს 
მსგავსი საკითხები მოსკოვთან ერთად, ან საერთოდ უნდა შეეშვას მას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: