,,ნიჭიერის” გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი სამხატვრო სტუდია ,,ნიჭიერს” ხსნის

Image

“რუსთავი 2″–ის პროექტ “ნიჭიერის” გამარჯვებული მისი სახელობის სტუდიის გახსნას გეგმავს.ის ქვიშაზე ხატავს და სწრაფი, საოცარი მონასმებით უბრალო და თან ღრმა, გულშიჩამწვდომ სურათებს ქმნის. საქართველოში ბევრმა მსგავსი ტექნიკით შესრულებული ნახატი პირველად ნახა,  არადა ნონა პირველი არ არის, ვინც ამ ხელოვნებით ყველაზე ნიჭიერის ტიტული მოიპოვა. რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა გოგონამ, ქსენია სიმონოვამ, სცენაზე ნამდვილი სასწაული მოახდინა, უკრაინელების რჩეული გახდა და მსოფლიოც გააოცა. ნონა გიუნაშვილი ქალაქ გორში, ე.წ. ვერხვების დასახლებაში, ოროთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს ქმართან, ნოდარ შუბითიძესთან და სამ შვილთან ერთად. პროფესიით მხატვარია და გორის მე–12 საჯარო სკოლაში ხატვას ასწავლის. მას შემდეგ რაც ნონამ ,,ნიჭიერის” ტიტული მოიპოვა არაერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ იმასაც ვიტყვით, რომ ”ნიჭიერის” გამარჯვებული მისი სახელობის სტუდიის გახსნას გეგმავს. სტუდია ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება და იქ მისულ ბავშვს არაერთი სიუპრიზი დახვდება .

ნონა გიუნაშვილი :

სამხატრო სტუდია საზეიმოდ გაიხსნება ნოემბრის დასაწყისში.ზუსტ რიცხვს მალე დავდებ ,,ფეისუბუქის” გვერდზე .გელოდებათ ლამაზი გარემო და ბევრი სიურპრიზი.ყველა ბავშვს დახვდება ყველა სახატავი მასალა და ინსტრუმენტი.რომელიც მის მფლობელობაში იქნება.ასევე წინსაფრები და სამკლაურები.ყველა ბავშვთან ვიმუშავებ ინდივიდუალურად მისი სურვილების და ინტერესებიდან გამოდინარე თუ რისი ხატვა და სწავლა სურს.შემოქმედება არ საჭიროებს გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნას.მთავარია სიყვარულით და ხალისით იყოს ყველა ბავშვი განწყობილი ხატვისადმი.იქნება ქვიშაზე ხატვის გაკვეთილიც.ამჟამად სტუდიაში მიმდინარეობს რემონტი.

მე ისღა დამრჩენია, რომ ნონას წარმატებები ვუსურვო !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: