ნინა წკრიალაშვილი: სალომე გოგიაშვილს – დიდი ხანია თეთრი პური ჭამა?

Imageნინა: “გაოცებული, ვარ როგორ შეუძლია ესეთი რაღაცების ლაპარაკი, როდესაც იცის, რამდენი რამ ვიცი მე მასზე… დაწყნარდეს, სანამ კიდევ არ მოისროლეს…”

ყველაფერი სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტოთი დაიწყო. ტელე-რადიო წამყვანი ნინა წკრიალაშვილს პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით სერგეი ზვერევს ამსგავსებდა.
როგორც სალომემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ნინას მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი მომღერლის მიერ მასთან მიმართებით დაშვებული უდიდესი შეცდომა და დანაშაულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნინას დავურეკეთ და სატელეფონო ინტერვიუ ჩაწვერეთ
– სალომემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენ მას ძალიან აწყენინე და შენი დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ამის შესახებ ვერც საუბრობს. რა მოხდა რეალურად სამი წლის წინ?

– სალომეს ჯანსაღი მიზანი რომ ჰქონდეს, ამის აფიშირებას ფეისბუქზე არ მოახდენდა, დამირეკავდა და ჩემთან გაარკვევდა. მას უნდა, რომ ამიყოლიოს. პირველად მან ეს დაიწყო 3 წლის წინ, ორი დღის შემდეგ, რაც თენგოს გავყევი ცოლად. მაშინაც იგივე შინაარსის სტატუსებს აკეთებდა…
– სალომე ამბობს, რომ ძალიან ცუდად მოიქეცი.
– ერთ-ერთი ჟურნალისტი მომიყვა, რაც აწუხებს მაგას. თითქოს მის ქმარს ჩავაკითხე იტალიაში თუ რაღაც მსგავსი.
– რომელ ქმარზეა საუბარი?
– არავის ცოლი არ იყო მაშინ, ვახოს მიყვებოდა ცოლად. რა მინდოდა მაგის ქმართან, თუ რამე აწუხებს, თქვას მაშინ და მოყვეს. ვერ ეღირსება, რომ პასუხი გავცე მაგას. მე რომ კომენტარი გავაკეთო, მარტო მაგით ვეღარ შემოვიფარგლები და სალომე ხომ არ ვარ გოგიაშვილი, რომ პირი მოვაღო და ცხოვრება გავუმწარო? მე მინდა, რომ მაგას ცოტა შერცხვეს, გადახედოს თავის ცხოვრებას, გულში ჩაიხედოს და თუ მართალია, დადგეს და გააგრძელოს წერა. არ მინდა, რომ ორსული გოგო ვანერვიულო და ამის გამო ყველამ ჩამქოლოს.
– ნინა, სამი წლის წინ, შენ იყავი იტალიაში?
– ყოველ წელს დავდივარ მე იტალიაში.
– და სალომე ფიქრობს, რომ მის ქმარს ჩააკითხე იტალიაში, როდესაც თენგოს მიყვებოდი ცოლად?
– კი.
– თენგოსთან ერთად იყავი მაშინ იტალიაში?
– თენგოსთან ერთადაც ვარ იტალიაში ნამყოფი და მარტოც.
– იმ დროს მოქმედი ქმარი ჰყავდა სალომეს?
– არ ჰყავდა სალომეს იმ დროს მოქმედი ქმარი.
– ვახოზე ჰქონდა საუბარი სალომეს თუ მასზე, ვისთანაც წინა ქორწინებაში იმყოფებოდა?
– როგორც ვხვდები, ვახოს წინაზე და თუ ბედნიერია, რას ჩაძიებია წინა ცხოვრებას? არ მინდა ლაპარაკი, ვერ გავჩერდები მერე… გულში ჩაიხედოს სალომე გოგიაშვილმა და მერე ისე მახსენოს მე.
– გარდა ამ შემთხვევისა, შენსა და სალომეს შორის ყოფილა სხვა უსიამოვნებაც?
– არ ვარ სალომეზე ნაწყენი. გამიხარდა, რომ ვახოს გაჰყვა ცოლად. ძალიან უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა, მიაღწია და მიხარია, რომ დაწყნარდა. დასტრესილი იყო წინა ქორწინებიდან და კარგია, რომ ისეთი ქმარი შეხვდა, რომელთანაც წყნარად და მშვიდად იცხოვრებს… დავუშვათ, მართალს ამბობს და მე მართლა ჩავაკითხე მის ყოფილ ქმარს იტალიაში… თუ ის წინა ქმარი, ისეთი ნაგავი იყო, როგორც სალომე ყვება, რა ადარდებს, ვერ გავიგე… მე რომ ხმა ამოვიღო, მართლა დაზარალდება სალომე და გარეთ ვერ გამოყოფს თავს.
– რატომ, რაიმე კომპრომატები გაქვს?
– ყველაფერი ვიცი მის შესახებ… ხმა რომ ამოვიღო, ცხოვრება დაენგრევა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მხოლოდ დღევანდელი ცხოვრება კი არ დაენგრევა, გამოვა რომ ტყუილში უცხოვრია… არ მინდა ეს და დაწყნარდეს. ორსულად რომ არ იყოს, კიდევ შეიძლებოდა, მეთქვა, მაგრამ მაინც ვერ გავწირავ და ეხლა თვითონაც კარგად ხვდება, რასაც ვგულისხმობ. თუ ასე ძალიან აინტერესებს, წავიდეს და თავის ყოფილ ქმარს ჰკითხოს, ან მე მკითხოს, არასდროს არ უკითხავს ჩემთვის და ისიც ვიცი, რატომაც ვერ მეკითხება. საერთოდ არ ვარ არაფერში დამნაშავე და მაინც მაკეთებინებს კომენტარს ამ ყველაფერზე.
– შენ და სალომე მეგობრობდით ადრე?
– ჩვენ კარგი ნაცნობები ვიყავით ყოველთვის და მერე ნაციონალების ტურნეებში რომ წამყვანი იყო ხოლმე, იქ დავახლოვდით…. გაჩერდეს, გული არ ამარევინოს, არ მინდა ავლაპარაკდე. ეგ თუ ბოროტი არ არის, სამი წლის წინ რომ წერდა და გაჩერდა, ეხლა კიდევ რატომ დაიწყო?! დამცინის თურმე, რომ ქვრივის იმიჯი მოვირგე, როგორ ვუსურვო იგივე… ვალები აქვსო… ჯერ მაგან რა იცის, ვალები მაქვს თუ მილიონები მაქვს და ვალი ვისაც აქვს, დასცინიან?! რა უკვირს, დიდი ხანია, თეთრი პური ჭამა? როგორ მიკვირს, იცი? გაოცებული, ვარ როგორ შეუძლია ესეთი რაღაცების ლაპარაკი, როდესაც იცის, რამდენი რამ ვიცი მე მასზე… იმაზე კი არ ვნერვიულობ, რასაც ეგ წერს, მე ის მიკვირს, როგორ შეუძლია იყოს ისეთი ნაგლი, რომ გამოვიდეს და ჩემზე რაღაცები წეროს… აი ამ სიმართლით იცხოვროს მთელი ცხოვრება და არ დაავიწყდეს, რომ ღმერთი მაღლიდან იყურება.
დაწყნარდეს, სანამ კიდევ არ მოისროლეს…

წყარო : hot.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: