ინტერვიუ მარკუს მეტრეველთან

Imageსაბერძნეთიდან არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნებული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი ქართულ შოუ–ბიზნესში სრულიად გამორჩეული ტიპაჟია. ჩვენთან საუბრისას აშკარად ეტყობა, რომ თავისუფლება ძალიან უყვარს და სექტემბერში ახალ, ქართულ და ინგლისურ ენოვანი სიმღერით წარსდგება ქართულ ტელე-შოუებში. 

თბილისი რომ პატარა ქალაქია და ათასი მითქმა-მოთქმა ხშირად ისმის სელებრითების შესახებ, ამას ლაპარაკიც აღარ უნდა, ხოდა აი ჩვენც დავინტერესდით თუ რატომ გადაწყვიტა საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მარკუსმა, რომელმაც განაცხადა, რომ –❝ საქართველოში დაბრუნება სიმართლე, რომ გითხრა არ მქონდა გადაწყვეტილი, სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი, მე მივდიოდი მოსკოვში სადაც მელოდებოდნენ, რომ უნდა დამეწყო სერიოზული ნაბიჯები რუსულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ომის შედეგად განვითარდა უარყოფითად მოვლენები და ჩამოვედი საქართველოში. ვეღარ დავრჩებოდი საბერძნეთში, რადგან ვიყავი აბარგებული და თან საბერძნეთში დაიწყო საშინელი ეკონომიური კრიზისი.❞

ჟურნალისტი: შმაგი ბერუაშვილი

ანუ შენი დაბრუნება საქართველოში საბერძნეთში დაწყებულმა კრიზისმა განაპირობა?

– არა. მე რომ დავამთავრე მუსიკალური აკადემია, ჩემმა ლექტორმა მითხრა და შემომთავაზა, რომ წავსულიყავი უფრო დიდ ქვეყანაში სადაც მუსიკალური ბაზარი იქნებოდა უფრო მასშტაბური. ჩემი ვოკალისტი გახლავთ ჯული მაზინო, ის ამერიკელია მან შემომთავაზა, რომ წავსულიყავი ამერიკაში, რადგან უფრო მასშტაბურად განმევითარებინა ჩემი კარიერა, მაგრამ ასევე დააყოლა, რომ რახან რუსეთი მაინც თქვენი მეზობელი ქვეყანა არისო მოდი მოსკოვში გადადიო და მართლაც ესე დავგეგმეთ ყველაფერი. მაგრამ ამაოდ. იმედია ყველაფერი დალაგდება. მე ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა და აქ ავღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაზე გემრიელი და ტკბილი, თავისი დიდი მინუსებით და პლუსებით.Imageმინუსად და პლუსად რა მიგაჩნია?

– მინუსად მიმაჩნია, ქართველი ერის ზოგადად ტრადიციები, არა ყველა რა თქმა უნდა. მინუსია ჩვენი ის, რომ ქართველებმა არ ვიცით გართობა, ანუ იქ აუცილებლად უნდა გაუტყდეს ვიღაცას ან თავი, ან ცხვირი და მხოლოდ ესე დასრულდება მოლხენა, დაუსრულებელი სადღეგრძელოები, ქელეხები უკვე, რომ ღრეობაში გადადის და ავიწყდება მკვდარი და ცოცხალი ხალხს, შური, ბოღმა ერთმანეთის წარმატება შურთ, არ აღიარება, ერთმანეთის გვერდში დგომა არ იციან, და მრავალი სხვა. დაბალი დონონის განათლება ზოგადად ერს აკნინებს ყველანაირად. 

და რაც შეეხება პლუსს გვაქვს უამრავი –ვართ სტუმართმოყვარენი, გვაქვს ძალიან გემრიელი და მძიმე სამზარეულო. ასევე გვაქვს უგემრიელესი ღვინო. უალამაზესი კურორტები დასასვენებელი, გვაქვს ძირძველი ისტორია, მდიდარი და მრავალფეროვანი, ვართ ქრისტიანები, ვართ მრავალეროვანი ქვეყანა და მრავალრელიგიური ქვეყანა. გვყავს ბევრი საამაყო მწერალი, პოეტი, მეცნიერი. გვყავს მრავალი წარმატებული და საამაყო მუსიკოსები, მხატვრები და მსახიობები. Imageგანსაკუთრებული, არაორდინალური იმიჯი გაქვს, ასე ბევრი ქართველი მამაკაცი არ გამოიყურება, როგორ მიგიღო, სუფთა გაგებით, ქართულმა საზოგადოებამ?

-და რატომ უნდა გამოიყურებოდეს ყველა ესე? მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო საშინელება იქნებოდა ყველა ერთმანეთს რომ ვგავდეთ, თუმცა ეს ტენდენციაა დღეს საქართველოში. ზოგადად მაინც არის, რომ ყველა ერთმანეთს ჰგავს ინკუბატორის წიწილებივით, მაგრამ რაღაც ძვრებს მაინც ვხედავ ამ ბოლო ხანებში, რომ ვიყოთ გამორჩეულები. სირცხვილი არ არის, რომ ვიყოთ სხვანაირები, ეს კარგია მხოლოდ და მხოლოდ იყავით თავისუფალნი და არა ზოგიერთი ტრადიციის ჭირისუფალნი, ინდივიდუალიზმი ადამიანის პიროვნებას ასახავს, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანია დღეს ერთი და იგივედ დაკოპირებული, ეს ხომ საშინელებაა. რაც შეეხება მიმიღეს თუ არა (იცინის) ცოტა არ იყოს სასაცილოა და რა მაქვს მიოუღებელი? ვერ მიმიღებნ გოიმები, გაუნათლებელი, უწიგნური და ის ადამიანი ვისაც არ გააჩნია ინტელექტი- შესაბამისად ამ კატეგორიასთან არც მიწევს ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ მიმიღეს და თან დიდი დოზით. ძალიან ბევრი თანამოქალაქე არ გვყავს ხომ? ან არ მინდა, რომ გვყავდეს. 21-ე საუკუნეაა და ჩემს ჩაცმულობაში უცხოპლანეტური არაფერიაა.

როგორც ჩანს გიყვარს თავისუფლება ეს სიმღერითაც გამოხატე უკვე

– კი რა თქმა უნდა და ვის არ უყვარს თავისუფლება? ჩემს ალბომში ორი სიმღერა შევა თავისუფლებაზე, ერთი ქართულ ენოვანი და მეორე ინგლისური, რომელიც ახლა ჩავწერე და სექტემბერში იქნება პრემიერა. თავისუფლება არის ჩემი რელიგია, ცხოვრების კანონი და წესი, ვერ ვიტან დაკომპლექსებულ ადამიანების იდეოლოგიას, რომლებიც სხვებს მოძღვრავენ. 

რა აზრის ხარ ამ გამოთქმაზე – სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო?
– ეგ სისულელია, აქეთ დაიხურონ ჩემი ქუდი მოუხდებათ მაინც.

ჟურნალისტი: შმაგი ბერუაშვილი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: