მას უნდა ვიცნობდეთ – გოდერძი ჩოხელი

Image

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდაფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელითევზის წერილებიშემინახე,დედაო მიწავ!სულეთის კიდობანიარჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, და მღდვლის ცოდვა.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხაადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.

წიგნები

  • „ბაკურხეველი ხევსური“ – 1980
  • „წერილი ნაძვებს“ – 1980
  • „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
  • „ადამიანთა სევდა – 1984
  • „მგელი“ – 1988
  • „თევზის წერილები“ – 1989
  • „მღვდლის ცოდვა“ – 1990
  • „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
  • „ბალახის ცხოვრება“ – 1997

პრიზები

  • გრან–პრი ფილმისათვის “აღდგომა”, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
  • “ვერცხლის ნიმფა” და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის “ცოდვის შვილები” მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
  • იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
  • პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის “ოქროს არწივის” ფესტივალზე – 1992 წ.
  • გრან პრი ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” ფილმისათვის “სამოთხის გვრიტები” – 1997 წ.
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” ფილმისათვის “ლუკას სახარება” – 1998 წ.

სამწუხაროდ დღეს იგი ცოცხალი აღარ არის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: