ევროვიზია 2013 – პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 კონკურსანტი გადავიდა.

2013 წლის ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 16 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. 

გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა ტელემაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან: 

მოლდოვა – ალიონა მუნი, სიმღერით “O Mie“ 
ლიტვა – ენდრიუს პოიავისი, სიმღერით “Something“ 
ირლანდია – რეიენ დოლენი, სიმღერით “Only Love Survives“ 
ესტონეთი – ბაირგითი, სიმღერით “ Et Uus Saaks Alguse“ 
ბელორუსი – ალიონა ლანსკაია, სიმღერით “Solayoh“ 
დანია – ემილიე დე ფორესტი, სიმღერით “Only Teardrops“ 
რუსეთი – დიანა გარიპოვა, სიმღერით “ What If“ 
ბელგია – რობერტო ბელაროსა, სიმღერით “Love Kills“ 
უკრაინა – ზლატა ოგნევიჩი, სიმღერით “Gravity“ ნიდერლანდები – ანოუკი, სიმღერით “Birds“ 

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით “Waterfall” მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. სოფო და ნოდიკო მე-15 ნომრად იმღერებენ. 

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი 18 მაისს შედგება. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს. 

2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s