,,ხელები შორს მეუფე ანდრიასგან’’

Image

აღდგომის მეორე დღეს, სოფელ ვარიანში საცხოვრებელ სახლის მეორე საერთულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც სახლის მესაკუთრე მამა გრიგოლი აცხადებს, მეორე სართულზე ელექტროგაყვანილობა არ არსებობდა და სადენებით ხანძრის გაჩენას გამორიცხავს.

მამა გრიგოლი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხალხს სამთავისის და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია და ახლად დანიშნული მოძღვარი, ხალხს კრებდნენ და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ.  მამა გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი ამ ამბავს უკავშირდებოდეს და ბრალს გორის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას სდებს  და გამოძიებას ითხოვს.

ამ ამბავმა გორის და არა მარტო გორის მოსახლეობა შეძრა. ხალხი ამას მეუფე ანდრიას მიმართ, ცრუ კამპანიის აგორებად თვლის და მამა გრიგოლს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.  ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 10 მაისს, გორში, კინოთეატრში ,,გამარჯვება’’, როგორც პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ასევე გორის მოსახლეობა შეიკრიბა და მეოფე ანდრიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

თავდაპირველად კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას პოეტმა ვანო ჩხიკვაძემ მიმართა და ხალხს მეუფეს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ კი ლექი წაიკითხა, რომელიც დღევანდელ დღეს მიეძღვნა.

დილა გათენდა კოშკთან, ილორთან, ატენთან,

                              შეხე ღვთის თვალი ტრიალებს ჩემს სათაყვანო ხატებთან,

სიცოცხლე ისევ მომწყურდა, გათენდა გრემთან, აწყურთან

დედა ღვთისმშობლის ლოყაზე შვილის ცრემლები დაცურდა,

ფეხი ხელახლა ავიდგი, ზარების ჩამორეკვაზე

გაბრწყინდა დიდი დავითის შუბლი გელათის ფრესკაზე,

გათენდა, მაინც ,გათენდა ალაზანთან და ილორთან,

ფანტავს ვარსკვლავთა ნაპერწკალს წმინდა გიორგის ხატებთან.

მადლობა უფალს, გათენდა კოშკთან, ილორთან, ატენთან.

ხმა ღაღადებს ამაღლდა, ჭირს ქედი არ მოუხადოვო,

თუ ეს სიზმარი არ ახდა, ნურც გამაღვიძებ ხელახლა.

საზოგადოებას არაერთმა პოეტმა და პოლიტიკოსმა მიმართა.

გორის საკრებულოს თავჯდომარე : დავით რაზმაძე    – მეუფე ანდრიაზე გამორჩეული პიროვნება არსად მინახავს, მე მახსოვს 2001 წელს, როცა მეუფე ცამობრზანდა რადღეში იყო ჩვენი ეპარქია. კედლები ჩამოქცევას იყო. მეუფეს მრევლის სიმრავლეს ვერავინ აღუდგება წინ, მეუფე აქ უნდა იyუოს სანამ არ მოგვწყინდება.

ჯემალ ინჯგია პოეტი.

-რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს დარბაზი ასე გადაჭედილიყო. თქვენ აქ რწმენამ მოგიყვანათ. უაღრესად ნიჭიერი გახლავთ მეუფე ანდრია. ხელები შორს მეუფე ანდრიასგან, ის შთაგონებულია ღმერთით და იმიტომაც აკეთებს ამდენ საქმეს.

ვალერი სუხიშვილი – გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი –

თავად ის ფაქტი, რომ ამდენი მრევლი შეიკრიბა ეს იმას ნიშნავს, რომ ,, სიკეთემ ბოროტებას სძლია’’. ბედმა გაგვიღიმა, რომ ჩვენ გყვავს მეუფე ანდრია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასასრულს თამარ ედიშერაშვილმა მიმართვა გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქმა მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება და დასტოვონ მეუფე გორის ეპარქიაში.

: საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარესს ილია მე-2

თქვენო უწმინდესობავ, გორის საზოგადოება შეიკრიბა რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენს მიმართ. თქვენი სიკეთე ყოველთვის გამოირჩეოდა გორელი მოსახლეობის მიმართ, თქვენ მოგვავლინეთ მეუფე ანდრია. გორი ვერასოდეს გადაგიხდით იმ სიკეთეს რაც თქვენ 2008 წელს ომში, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გააკეთეთ.

სამწუხაროდ ჩვენს ეპარქიაში ერთი მცდარ გზაზე შემდგარ სასულიერო პირის ქმედების გამო შეილახა საპატრიარქოს ღირსება, ეს მაშინ როცა თქვენი კურთხევით აღმშენებლობა მიმდინარეობს. გორის ეპარქიაში თორმეტი სასულიერო პირი მოღვაწეობდა და ახლა ორმოცი მამაო ემსახურება ხალხს, ეს მეუფე ანდრიას დამსახურებაა. არჩერტი მონასტერი არ გვქონდა, ახლა ორი დედათა და სამი მამათა მონასტერიადა ამასთანავე სასულიერო გიმნაზია. სამი კულტურის ცენტრი, ოცი მოქმედი ეკლესიიდან ახლა ასზე მეტია. ამჯამად მხოლოდ გორში შენდება ექვსი ეკლესია. ქალაქ გორში მოქმედებს სამღვდელო სკოლა. დაარსდა ფესტივალი ,, გენეთლა’’. მიმდინარეობს სამთავისის არქეოლოგიური სამუშაოები, მაგრამ ყველაზე დიდი ტაძარი ჩვენს გულებში აააგო და სიყვარული ჩაგვინერგა. ამიტომ არ გვინდა ეს წყალობა ღვთისა, ერთი უხეირო საქციელით შეიბღალოს, რომელმაც სამწუხაროდ დაარღვია ყველა ზნეობრივი ნომერები.

თქვენო უწმინდესობავ ჩვენთვის წრფელი სამართლიანობის სიმბოლო ხართ, გავბედავთ და

კიდევ ერთხელ მოგმართვათ თხოვნით, მიიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება.

   შეგახსენებთ, რომ მამა გრიგოლო  სოფელ ვარიანში 90-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა და საეკლესიო საქმიანობას შეუდგა. ადგილობრივი მკვიდრის სტატუსით სოფლის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები მიიღო, ხოლო დამატებით, სხვადასხვა პირებისგან დაახლოებით 9 ჰა მიწა იყიდა. ბოლო პერიოდში, ფერმა ააშენა და საკალმახე წარმოებას მიჰყო ხელი.

2000-წლიდან  მამა გრიგოლის წინააღმდეგ სოფელში აქციები გახშირდა. ამ აქციებზე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სოფლიდან მის გასახლებას ითხოვდა

ImageImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: