“MMA-ს ყველაზე სექსუალური ქალის” ტიტული – რინგიდან ჰოლივუდამდე

Imageშეიძლება, ერთდროულად იყო MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) მებრძოლი, მსახიობი და მოდელი? ამერიკელი ჯინა კარანო ამტკიცებს, რომ – შეიძლება. გოგონამ, რომელმაც ტაილანდურ კრივში ვარჯიში წონაში დასაკლებად დაიწყო, მალევე დაიმსახურა “MMA-ს ყველაზე სექსუალური ქალის” ტიტული. ორთაბრძოლების გარდა, კარანოს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუში “ამერიკელი გლადიატორები”. ასევე, რამდენიმე ფოტოსესიაში და ჰოლივუდის ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმში.
ჯინა ჯოი კარანო 1982 წლის 16 აპრილს დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. მამამისი, გლენ კარანო, ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე იყო. ბავშვობაში ჯინა სკოლის საკალათბურთო გუნდის მოთამაშე გახლდათ და შტატის ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა. გარდა ამისა, ფრენბურთით და სოფტბოლითაც იყო გატაცებული. სკოლის დასრულების შემდეგ ნევადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა, საბოლოოდ, დიპლომი მაინც ვერ აიღო. საბრძოლო ხელოვნებების სამყაროში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარანო მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც წონის დასაკლებად, ტაილანდური კრივის სექციაში მივიდა. 14 ორთაბრძოლის (12 გამარჯვება, თითო ფრე და წაგება.- ავტ.) ჩატარების შემდეგ ჯინამ მონაწილეობა მიიღო შერეული წესებით ჩატარებულ პირველ სანქცირებულ ორთაბრძოლაში ქალთა შორის. კარანოს მეტოქე ლეტიცია პესტოვა იყო, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან 38 წამში ნოკაუტში აღმოჩნდა!
მას შემდეგ ჯინამ კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა იყო შემთხვევები, რომ დაშვებულზე მეტი წონის გამო მისი ორთაბრძოლები კინაღამ ჩაიშალა. ასეთ დროს ამერიკელი ლამაზმანი ჰონორარის შემცირებაზე თანხმდებოდა, ან სხვა გამოსავალს ეძებდა. მაგალითად, კელი კობოლდთან შეხვედრისწინა აწონის დროს კარანო იძულებული გახდა, მთლიანად გაშიშვლებულიყო და სხეული მხოლოდ თხელი პირსახოცით დაეფარა, დაშვებულ წონაში რომ “ჩამჯდარიყო”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: