სავაშ ბალდარი – ქართველი ქალბატონების თურქი გულთამპყრობელი

Image“სიყვარული და სასჯელი” – თურქულენოვანი სერიალია, რომელმაც ბოლო პერიოდია, ყველა თაობის ქართველი მაყურებლის გული დაიპყრო და პრაქტიკულად, მთელი თბილისი (და არა მარტო თბილისი) აალაპარაკა. 

მასზე საუბრობენ და აქტიურად განიხილავენ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე საზოგადოებრივ დაწესებულებებში. განსაკუთრებულად კი, სერიალის მაყურებელთა შორის მთავარი გმირით აღფრთოვანებული ქალბატონები აქტიურობენ. 

სავაშ ბალდარი თანამედროვე მამაკაცის იდეალი და ქალბატონების ნამდვილი გულთამპყობელია. “ის ნამდვილი მამაკაცია” – ერთხმად აცხადებენ მაყურებლები და აქტიურად განაგრძობენ ბალდარების ოჯახური კლანის ახალი თავკაცის გულშემატკივრობას. 

ალბათ, ყველასათვის საინტერესოა, ვინ დგას რეალურად სავაშ ბალდარის პერსონაჟის უკან. გაიცანით, ეს 34 წლის მსახიობი მურატ ილდირიმია, რომელიც 1979 წლის 13 აპრილს დაიბადა ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, ქალაქ კონიაში. დედა თარჯიმანი გახლდათ, მამა კი – ლიტერატურის მასწავლებელი.

მურატმა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სპექტაკლებში და სამსახიობო ხელოვნებასაც ეუფლებოდა ერთ-ერთ დრამატულ სკოლაში. 

ამჟამად დაქორწინებულია ცნობილ თურქ მსახიობ ბურსინ ტერზიოღლუზე, რომელიც ერთ-ერთ კასტინგზე გაიცნო და როგორც თავად აცხადებს, მას შემდეგ აღარ დაშორებია. წყვილი ჯერჯერობით თავს იკავებს შვილის ყოლისაგან და ძირითად დროს კარიერულ ზრდას უთმობს.

მურატ ილდირიმის აქტიური კინოკარიერა დაიწყო 2004 წელს, სერიალიდან “დიდი ტყუილი”, რასაც მოჰყვა გახმაურებული ტელენოველები: “ქარიშხალი” და “ასი”, ხოლო 2010 წელს გამოსულმა სერიალმა “სიყვარული და სასჯელი”, მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: