ქართულ ხალხურ ჰანგებზე აცეკვებული ანფისა ჩეხოვა

Image

26 აპრილს პოპულარული მუსიკალური შოუ ”Две звезды”-ს მორიგი ეპიზოდი გავიდა. საკმაოდ შთამბეჭდავი შოუ დადგეს სოსო პავლიაშვილმა და ანფისა ჩეხოვამ. მათ სიმღერა ”На высоком берегу” შეასრულეს. აკომპანიმენტს წყვილს ვოკალური ანსამბლი “სულიკო” უწევდა, ხოლო ფონს საქართველოს პეიზაჟები უმშვენებდა.

სიმღერის დასრულების შემდეგ სოსომ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: “დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის, როგორც იცით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნელ-ნელა თბება და ჩვენც ვუერთდებით ამას”. პავლიაშვილს არც ანფისა ჩამორჩა და აღნიშნა, რომ ის ამ ყველაფერს ორმაგად უერთდება, ვინაიდან 10 თვის წინ მან ქართველი გააჩინა.

ამის შემდეგ სოსომ და ანფისამ მოსაცდელში გადაინაცვლეს, სადაც მათ ჟიურისგან უმაღლესი 40 ქულა მიიღეს. შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა ანასტასია ზავარატნიუკმა კი ანსამბლ “სულიკოს” სთხოვა, რომ კიდევ ერთი სიმღერა შეესრულებინათ.

http://www.youtube.com/watch?v=gk1tkEpWHXU

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: