ქრისტე აღსდგა- ვაა მართლა?? კი არ ვიცოდით – ადამიანების დამოკიდებულება აღდგომაზე

მართლმადიდებელი სამყარო 5 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა,

რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

აღდგომასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.

სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ღამისთევის მსახურებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართა. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას უამრავი მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50 დღიანი მარხვა დასრულდა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

გუშინ ანუ შაბათს ღამის თევაზე ალბათ ყველა ჩვენგანი იყო, ვისმენდით ღმერთისადმი სადიდებელს და ვლოცულობდით, როდესაც თორმეტი საათი შესრულდა ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ვულოცავდით და ამით ერთმანეთს ვახარებდით.

სამწუხაროდ ძალიან უსიამოვნო შემთხვევებს წავაწყდი რაზეც გული მართლა ძალიან დამწყდა, როდესაც ვულოცავდი ჩემს ნაცნობებს ქრისტე აღსდა- ისინი მეუბნეოდნენ ვაა მართლა?, და როდის?, უი კი არ ვიცოდი, ეს ფაქტი ჩემთვის მიუღებელია და ვერ ვხვდები რატომ უნდა გვქონდეს ასეთ უდიდეს დღესასწაულზე ასეთი დამოკიდებულება.

როგორც აღმოჩნდა ასეთ პრობლემას მარტო მე არ შევსწრებივარ, როდესაც სოციალურ ქსელში ,,ფეისბუკი” შევედი იმიტომ, რომ მიმელოცა მეგობრობისთის აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა საიტებზეც წერდნენ ამავე პრობლემას და დიდ გულისტკივილს გამოსთქვამდნენ: ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

Gio’s page · 81.553 ადამიანს მოსწონს ეს

8 საათის წინ Tbilisi-(ს)თან ·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: