ახალი ქართული ფილმი – მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

Imageგერმანიაში, ლაიფციგის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (DOK Leipzig), რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმის “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” პრემიერა გაიმართა. ლაიფციგში წარმატებას ორიოდე კვირაში ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) მიწვევა და კვლავ წარმატება მოჰყვა. ფილმი საუკეთესო დებიუტის, ახალგაზრდებისთვის შექმნილი საუკეთესო ფილმისა და მაყურებლის პრიზის ნომინაციებზე წარადგინეს და აშშ-ში “სანდენსის” ცნობილ ფესტივალზეც მიიწვიეს.

“მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” არის კინოში გადაღების მსურველთა ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს მოგვითხრობს. კასტინგში მონაწილენი ცდილობენ რეჟისორი დაარწმუნონ, რომ მათი ამბავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ფილმის გმირები არიან: პატარა ბიჭი, რომელიც აჭარის მთიან სოფელში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში ცხოვრობს და ლამაზ მომავალზე ოცნებობს; ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცდილობს, ციხეში დიდი ხნით ტუსაღობისთვის განწირულ ძმას მომავლის იმედი დაუბრუნოს… ფილმი 13 ჩანაწერისგან შედგება. 13 ადამიანი სულისშემძვრელად, მხიარულად ან უბრალოდ საინტერესოდ მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ. 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s