” ცოტა რამ ნუკა გვალიას შესახებ – პლუს აქამდე უცნობი ფოტოები”

Image“ძალიან ველოდი ამ მომენტს”

“დადგა დრო რომ უკვე მომინდა მივიღო მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში და გადავწყვიტე გავიდე საქართველოს ვარსკვლავის ქასთინგზე ზეგ ან მაზეგ :)) მისურვეთ წარმატება ))) ” – ასე მიმართა ნუკა გვალიამ 13 თებერვალს საკუთარი სოციალური ქსელიდან მეგობრებს. მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იცნობდა ამ გოგონას. კასთინგი ჩატარდა და ნუკას ნიჭზეც ყველა ალაპარაკდა. ის 20 წლისაა, დაოჯახებულია ერთი წლით უფროს, ნიკა კობახიძეზე. მათ ოჯახურ ცხოვრებას წინ 5 წლიანი სიყვარულის ისტორია უძღვოდა.Imageროგორც ჩანს გოგონას სიმღერის ნიჭი გენეტიკის დამსახურებაა. ის ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. თურმე, როდესაც ეკა სხვა ბავშვებს სიმღერაში ამეცადინებდა, ნუკი მეორე ოთახში იდგა და ყველაფერს იმეორებდა. მერე იყო პერიოდიც, როცა დედას სთხოვა რომ ისიც ემეცადინებინა. თუმცა ამ პერიოდმა მალე გაუარა. ეკამაც ძალა არ დაატანა, ის არასოდეს ცდილობდა მისთვის კარიერა გაეკეთებინა, რადგან უნდოდა რომ შვილს თვითონ მიეღწია წარმატებისთვის. ალბათ დედა დარწმუნებული იყო, რომ მისი გოგონას ნიჭი მაინც აუცილებლად დაფასდებოდა. “ნუკა იმსახურებს, რომ იყოს წარმატებული მომღერალი” – ამბობს ისImageაქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნუკასთვის “საქართველოს ვარსკვლავი” პირველი პროექტი არ არის, ის ბათუმში გამართულ “Golden Talent 2011”-შიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო, როცა ის ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. მის თაყვანისმცემლებს ალბათ აინტერესებთ თუ სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ არ სჩანდა არსად. ამაზე მან “პრაიმ-თაიმ”-თან საუბარში ახსენა რომ: „მი­ნდ­ოდა უფ­რო და­ვხ­ვე­წი­ლი­ყა­ვი და ისე გა­ვს­ულ­იყ­ავი. ის წლ­ები მე­ცა­დი­ნე­ობ­ასა და ხმ­ის და­ხვ­ეწ­აში გა­ვა­ტა­რე, ბო­ლოს კი, რო­ცა ჩე­მს თა­ვში და­ვრ­წმ­უნ­დი და მი­ვხ­ვდი, რომ შე­მე­ძლო, გა­ვე­დი კი­დეც. ვთ­ქვი, ახ­ლა ხა­ლხ­მა შე­მა­ფა­სოს-მე­თქი, ძა­ლი­ან ვე­ლო­დი ამ მო­მე­ნტს… ძა­ლი­ან თვ­ით­კრ­იტ­იკ­ული ვარ. რო­ცა ვი­ცი, რომ მე­ტი შე­მი­ძლ­ია, მე­ტს მო­ვი­თხ­ოვ ჩე­მი თა­ვი­სგ­ან. ამ­იტ­ომ, რო­ცა ვთ­ქვი, უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ ჩე­მი სი­მღ­ერ­ით-მე­თქი, ზო­გი­ერ­თმა კო­მე­ნტ­არ­ებ­ში და­მი­წე­რა, თა­ვში აუ­ვა­რდ­აო. არ ვი­ცი ასე რა­ტომ გა­იფ­იქ­რეს, მე ხომ ვი­ცი იმ დღ­ეს ყე­ლი რა ცუდ დღ­ეში მქ­ონ­და, ვღ­ელ­ავ­დი, ხმა არ ჩა­მი­წყ­დეს-მე­თქი. მა­გრ­ამ გა­ვე­დი და ვი­მღ­ერე, ალ­ბათ, ნო­რმ­ალ­ურ­ად, რა­დგ­ან ბე­ვრს მო­ეწ­ონა, თუ­მცა მე დი­დად არა, მე ხომ ვი­ცი რა შე­მი­ძლ­ია. ემ­ოც­იუ­რი ვარ, ამ­იტ­ომ, რო­დე­საც ოქ­როს ბა­რა­თი გა­დმ­ომ­ცეს, სი­ხა­რუ­ლი­სგ­ან ავ­კა­ნკ­ალ­დი…”

ნუკას ნამღერით უკვე მთელი საქართველო აღფრთოვანებულია, ვუსურვოთ წარმატებები ნიჭიერ მომღერალს და გთავაზობთ თვალი გადავავლოთ მის არც თუ ისე ცნობილ ფოტოებს.

ImageImageImageImageImageImageImageImageImage

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: