ჯასტინ ბიბერის ბაბუა “ღმერთო ჩემო, ეს ის ბიჭი არაა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით!”

Imageჯასტინ ბიბერის ბებიასა და ბაბუას თავი ძლივს გააქვთ და იმედს არ კარგავენ, რომ შვილიშვილი მათ არსებობას გაიხსენებს. ამაზე ჯასტინის ბაბუა მამის მხრიდან, ჯორჯ ბიბერი საუბრობს. 

“შეიძლება ჯასტინის ქონება მართლაც შეფასებულია 70 მლნ ფუნტ სტერლინგად, მაგრამ ჩვენ შვილიშვილისგან ერთი პენიც კი არ მიგვიღია! ვერც კი წარმომიდგენია, რამდენს შოულობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ. ისიც კი არ ვიცი, ვახსოვართ თუ არა”, – აცხადებს თინეიჯერი მომღერლის ბაბუა. 

ჯორჯს წელი სტკივა და სამსახურს ვერ შოულობს. მისი მეუღლე კვირაში 40 საათს მუშაობს. მოხუცები 

 

თითქმის შიმშილობენ და საშინელ პირობებში ცხოვრობენ. 

ჯორჯი წუხს არა მხოლოდ იმაზე, რომ შვილიშვილი მათ ყურადღებას არ აქცევს, არამედ მომღერლის ქცევებზეც. 

“როდესაც მესმის, თუ როგორ იქცევა ხალხში, ვფიქრობ: “ღმერთო ჩემო, ეს ის ბიჭი არაა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით!” – აცხადებს პოპ-ვარსკვლავის ბაბუა.

მომღერლის წარმომადგენლებს ამ ამბის გახმაურების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ ბიბერს მხოლოდ დედა ზრდიდა და მამის მხრიდან ნათესავებს მონაწილეობა არ მიუღიათ ბავშვის აღზრდაში.  

მომზადებული The Sun-ის მიხედვით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: