”ალუდა ქეთელაურს ,,უცნობი ავტორისგან” – მეც ხომ სიკდვილის მერე შემიყვარდა ის”

Image

ამბავი, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია მოხდა ყველასათვის ძნელად აღსაქმელი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხევსური მომღერალი ალუდა ქეთელაური თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, თუმცაღა ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მიხვალ იმ ზომამდე,რომ გადაწყვეტ თავი მოიკლა სხვადასხვა მიზეზების გამო. ალუდა ყველასათვის საყვარელი და უნიჭიერესი პიროვნება იყო, მისი სიმღერების გამოჩენისთანავე ხალხმა შეიყვარა და დღემდე არა ერთ ლექსებს და სიმღერებს უძღვნიან მას.

ამას წინათ ალუდა ქეთელაურის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა უცნობი ავტორისგან წერილი სადაც ავტორი სინანულს გამოსთქვავს მის გარდაცვალებაზე და ნანობს, რომ აქამდ არ იცნობდა მას. უცნობის  მიერ დაწერილ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

* უცნობი ავტორისგან *
სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ. არ მინდა იმათ დავემგვანო, ვისაც ალუდა სიკვდილის მერე შეუყვარდათ, მაგრამ მეც სწორედ იმათნაირი ვარ…
მაპატიეთ რა რო გაწუხებთ, ღამემდე შემოვრჩი ფეისბუქში და დამაღამდა მისი ფოტოების თვალიერებით. ვტირი!!! მაპატიეთ რა ამ სისუსტისთვის, მაგრამ არ შემეძლო არ მომეწერა. ალბათ ბევრი გწერთ ხოლმე ჩემსავით, ბოლოსდაბოლოს მეც ხომ სიკდვილის მერე შემიყვარდა ის.. ხშირად ვკითხულობ ხოლმე მისი ახლო მეგობრების კომენტარებს.. ზოგს მისი გამოხედვა ენატრება, ზოგს მისი ხმა.. ღმერთო, ნეტა ჩემს წინაც მდგარიყო, მეც დამენახა მისი თვალები, მისი ხმა გამეგო. აკვიატებად მექცა.. ეს რომ ფურცელზე დამწერა, ალბათ ვერაფერს დაინახავდით, ცრემლებით ილპობა გესმით?..
რა შეიძლება გითხრათ ისეთი, რაც არ უთქვამთ აქამდე??
კივილამდე ტკივილამდე და გულის გახლეჩვამდე მენანება ჩემი სიცოცხლე რადგან არ ვიცნობდი მას! ღმერთო, ყველაფერს მივცემდი ამისთვის, გწამდეთ რომ ასე ვიზამდი! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა აქ იყოს, შემეძლოს მისი გაცნობა, ახლოს ყოფნა მასთან, მისი დობა შემეძლოს..
რა ბედნიერები ხართ ვერც კი წარმოიდგინეთ, ვერასოდეს გააცნობიერებთ რა ბედნიერები ხართ, ვინც მას იცნობდით!
ლამისაა გული გამისკდეს!
მაპატიეთ და მომიტევეთ თუ უფრო დაგიმძიმეთ გუნება.
არ შემეძლო ახლა ვიღაცისთვის არ მიმეწერა და თავი არ მენუგეშებინა!
ლექსის წერას ვერ ვბედავ, ვაი თუ არ გამოვიდეს ისეთი როგორსაც ის იმსახურებდა!
გული აღარ არის საგულეში! იმედი მაქვს შევხვდებით ოდეზღაც და გემუდარებით, ყველაფერი მომიყევით მასზე, გეხვეწებით.. ასე ტკივილით სიცოცხლე სიკვდილზე უარესია..
მაპატიეთ.

3 Comments

შენ არავიში განმეორდები, იყავი ერთი როგორც სამშობლო ;(( ♥

aludas tavi ar mouklavs :@

aluda yvelastvis sayvareli adamiani iqnebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: