,,ბავშვთა და ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამა “აფლატუნი” საქართველოში”

Imageპროგრამები „აფლატუნი და აფლატინი – ბავშვთა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსური განათლება“ მსოფლიოს 95 ქვეყანაშია გავრცელებული და მასში ჩართულია 1 300 000 ბავშვი და ახალგაზრდა. პროგრამა „აფლატუნი“ ითვალისწინებს 6–დან 14 წლამდე, ხოლო „აფლატინი“ 14 –18 წლამდე მოზარდების მიერ იმ უნარ–ჩვევების ათვისებას, რაც გულისხმობს საკუთარი თავის შეცნობას, ბავშვისა და მოზარდის უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერებას, სხვადასხვა რესურსებისა და ფინანსების დაზოგვას, დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, სოციალური და ფინანსური პროექტების აგებასა და განხორციელებას. პროგრამა მიიჩნევს, რომ ბავშვი და ახლგაზრდა არის ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების აქტიური წყარო.

საქართველოში ამ პროგრამამ 2010 წლიდან აიდგა ფეხი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდში, რომელიც აფლატუნის ქსელის პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში.

უკვე რამდენიმე თვეა,რაც გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში არსებული აფლატინის კლუბი ფუნქციონირებს, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ეუფლებიან, როგორ დაზოგონ ფული და როგორ გადაანაწილონ ისე, რომ არ შეექმნათ რაიმე პრობლემა, გარდა ამისა ახალგაზრდებს საშუალება აქვთ თავად დაწერონ პროექტები და დაფინანსების შემდგომ განახორციელონ მათთვის სასურველი პროექტები.

ზემოდღსენებულ პროგრამაში ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდები  ეუფლებია საკუთარი თავის შეცნობასა და გამოკვლევას, 1) რაც გულისხმობს: საკუთარი პიროვნების გამოკვლევასა და იდენტობას, პირადი შესაძლებლობების, სურვილების, ნიჭის, ფასეულობების და რწმენის გააზრებას, აგრეთვე კავშირს ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან.

2)უფლებები და მოვალეობები.
რაც გულისხმობს: საზოგადოებაში უფლებების დაცვის ან დარღვევების კვლევას და კრიტიკას. ამასთანავე პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, ოჯახის, მეგობრების, თემისა და გარემოს მიმართ.
3) დანაზოგი და ხარჯვა.
რაც გულისხმობს: ფინანსური, ბუნებრივი და სხვა სახის რესურსების ხარჯვასა და დაგროვებაზე პასუხისმგებლობის გამომუშავებას, რეგულარული დაგროვების სარგებლიანობის
გაცნობიერებას.
4) დაგეგმვა და ბიუჯეტირება.
რაც გულისხმობს: დაგეგმვისა და ბიუჯეტირებისათვის სასარგებლო ხერხებისა და სქემების გაცნობა.5) სოციალური და ფინანსური საწარმოების შექმნა. რაც გულისხმობს: ინსტრუქციებს, მაგალითებს და იმ ინსტრუმენტებს რაც დაეხმარებათ მათ მცირე სოციალური და ფინანსური საწარმოს შექმნასა და მართვაში.

მცირე პერიოდის მუშაობის მიუხედავად შედეგები უკვე ნათლად ჩანს როგორც ბავშვებთან, ისე ტრენერ– მასწავლებლებთან, მაგალითად: გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში არსებული აფლატინმა განახორციელა  საქველმოქმედო ღონისძიება ,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” , რომელიც მიზნად ისახავდა 2 წლის ვანიკო ტიელიძის დახმარებას. აფლატინს საქველმოქმედო ღონისძიებაში დაეხმარა გორის, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატური თეატრი საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ვანიკოს ოჯახს.

პროგრამა ერთ თვეში მთავრდება და დასასრულს ,,აფლატინისგან”  ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

ImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: