საქართველოს ვარსკვლავის აღმოჩენა: ნინა სუბლატი

Image“საქართველოს ვარსკვლავის’ მეორე სეზონი დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა სწორედ ამ ახალგაზრდა გოგოსია, რომელმაც ორიგინალური სტილითა და საუცხოო ხმის ტემბრით ნამდვილი ფურორიმოახდინა და პროექტის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. Lana del reyს ჰიტის Blue Jeansის შესრულებით ნინამ ბევრი ქართველი მაყურებლის გული მოიგო და რაც მთავარია ჟიურის თანხმობით მოიპოვა ოქროს ბილეთი. მისი სახელი გასცდა რუსთავი ორის შენობის ფარგლებს და სოციალური ქსელი დაიპყრო.

Imageროგორც ვიცით, ‘სუბლატი’ შენი ფსევდონიმია. რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს ფსევდონიმი?და საერთოდ რატომ არჩიე გვარის დამალვა?

გვარის დამალვა არ მიფიქრია, უბრალოდ ბავშვობიდან ყველა სუბლატით მიცნობს, შესაბამისად უფრო გვარია ვიდრე ფსევდონიმი და პროექტშიც ჩემივე კომფორტისთვის სუბლატით გამოვედი.

რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თუ უბრალოდ ჟღერადობის გამო მოგეწონა?

დატვირთვაც აქვს, უბრალოდ საიდუმლოა. ჟღერადობითაც ვფიქრობ ძალიან მიხდება

რას გვეტყოდი შენი პირადი ცხოვრების შესახებ, სულ რამდენიმე სიტყვით

პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისეა როგორც ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო

Imageმუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას? საყვარელი მომღერალი?

უფრო ალტერნატივას, საყვარელი მომღერალია bjork

რომელი მომღერლის, ჯგუფის კონცერტზე წასვლაა შენი ოცნება?

bjork-ის კონცერტს სიამოვნებით დავესწრებოდი და green day-ს კონცერტზე ძაან გავერთობოდი!

გაქვს ძალიან გამორჩეული ორიგინალური სტილი. ვინ არის შენი ინსპირაცია? რომელ ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას

ჩემი ინსპირაცია ჩემი ხასიათია. ბრენდებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია მომწონდეს და ხარისხიანი იყოს

რას იტყოდი ქართულ შოუბიზნესზე? უსმენ თუ არა რომელიმე ქართველ მომღერალს ან ჯგუფს?

ზოგადად არ ვფიქრობ რომ საქართველოში შოუბიზნესი არსებობს. იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყველა შემსრულებელია და არა მომღერალი, ასე რომ..

საქართველოს ვარსკვლავის გარდა თუ მიგიღია რომელიმე კონსკურსში მონაწილეობა?

არა არც ერთში. პირველი იყო და პირველივე ცდაზე გამიმართლა, ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი .

შენთვის მისაბაძი მაგალითი არის…

ის ვინც იცის საკუთარი თავის ფასი.ზოგადად საკუთარი თავის ფასის ცოდნა წარმატების ფორმულაა.

ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რომ გამოგივიდეს?
ძალიან მინდა რომ საყვარელ საქმეში დიდ წარმატებას მივაღწიო და ამისთვის ძალიან ბევრსაც ვშრომობ. ვოცნებობ ეს ყველაფერი გამოვიდეს და ბევრი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე.

გაქვს თუ არა ტატუ?
კი 8 ტატუ მაქვს

როგორი დამოკიდებულება გაქვს სამკაულებთან და მაკიაჟთან ?

დეტალებს ყველაფერში, განსაკუთრებულად კი ხელოვნებაში დიდ ყურადღებას ვაქცევ, აქსესუარებიც ერთგვარი დეტალებია, რომელიც თავის გამოხატვაში გვეხმარება, რა თქმა უნდა თუ სწორად ვიცით შერჩევა. მაკიაჟი კი გვეხმარება ისე გამოვიყურებოდეთ როგორც გვინდა და გარეგნობასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის – ასევე მაკიაჟის გაკეთებაც სწორად უნდა ვიცოდეთ

რას ელი საქართველოს ვარსკვლავიდან?

მმმ.. ყველაზე მეტად მინდა რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო – ისეთი რაც ჯერ საქართველოში არ ყოფილა და ეს პროექტი ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევს. ველოდები რომ ყოველი ჩემი პერფორმანსი მაყურებელსთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნება და მოწონებასაც დაიმსახურებს.Imagehttps://www.youtube.com/watch?v=WCdQxSmcATw

2 Comments

მარტო ეს კიარა ყველა ძალიან საყვარელია ^^ უემოციოდ ვერ ვუყურე :დ

es yvelasgan gamorcheulia mainc🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: