ფული სამსახურში და ფული პირად ცხოვრებაში

Image

ფულს რომ უდიდესი მნიშვნელობა და ადგილი ეთმობა ჩვენს ცხოვრებაში, ამაზე საუბარიც არ ღირს. თუნდაც არ იყო უკიდურესი მატერიალისტი, აუცილებლობა გაიძულებს მეტის გამომუშავებას, მეტის მოპოვებას ეცადო. გარდა იმისა, რაც ახლა ფულთან დაკავშირებით აზრად მოგვივა, საინტერესო ის ფაქტიცაა, რომ ფულს ადამიანის ქცევაზე, ურთიერთობებზე შეუძლია გავლენის მოხდენა. 

არც ისე დიდიხნის წინ ამერიკელი ფსიქოლოგების დაკვირვებამ ცხადყო, რომ – როცა მხოლოდ ფულითაა მოტივირებული, ადამიანის შრომისუნარიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მაგრამ კოლეგებთან ურთიერთობას ჰარმონიულს ვერავინ დაარქმევს. როცა შესრულებული სამუშაოსთვის ფულად ჯილდოს ელოდება, ნაკლებად უჩნდება კოლეგების დახმარების სურვილი. მარტო მუშაობა ურჩევნია, დახმარებისთვისაც იშვიათად მიმართავს ვინმეს.

მეორე მხრივ, ფულით მოტივირებული ადამიანი ცდილობს, მეტი საქმე გააკეთოს და სირთულეებსაც არ უშინდება. შესაბამისად, ფულადი დაინტერესება საუკეთესო საშუალებაა ადამიანის შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად.

* * *
როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი მამაკაცებისა და ქალების მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობაზე კი არა, მათ ურთიერთობაზეც აისახება: ბოლო მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი რომანებზე უარს ფულის დაზოგვის მიზნით ამბობდა.

ისევ და ისევ ბრიტანელი მეცნიერების დასკვნებს მოვიშველიებთ. მსგავსი კვლევა ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა, და ეკონომიკური კრიზისიც, მსოფლიო რომ შეძრა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ჩვეულებრივი და ლამის პერმანენტული მოვლენაა. თუ რამე სტატისტიკა არსებობს, გახმაურებული მაინც არ არის და არც რესპოდენტების პასუხების გულწრფელობაა ეჭვმიუტანელი. 

ერთი სიტყვით, გამოჰკითხეს 2400 ბრიტანელი და აღმოჩნდა, რომ მამაკაცების უმრავლესობა ამ კრიზისმა აიძულა, თავიანთი შეხედულებები გადაეფასებინათ. 

უცოლო მამაკაცების 90 %-მა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საწინააღმდეგო სქესთან არანაირი ურთიერთობის წამოწყებას არ აპირებდა. რატომ? – კრიზისის დროს ხარჯი თავიდან რომ აიცილონ და ნაღდი ფული უფრო საიმედოდ შეინახონ. 

გამოკითხულ მამაკაცთა 47% გამოტყდა, რომ მათი “მეორე ნახევრები” ეკონომიას ვერაფრით მიეჩვივნენ, რაც ქმრებს ძალიან აღიზიანებთ. 

ამავე დროს, ქალების 71%-მა დაადასტურა, რომ ხარჯების შემცირებას ვერაფრით ახერხებს.

ისიც გაირკვა, რომ მშვენიერთა სქესის წარმომადგენლები ტანსაცმელსა და კოსმეტიკას ”კრიზისის” დროს გაცილებით ფრთხილად ირჩევენ, თუნდაც იმ მომენტისთვის ჯიბე სავსე ჰქონდეთ. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: