მაშ, რა ვქნათ, საერთოდ არ გავთხოვდეთ?!

Image

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელიყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთმიიწევს. ესამბავი,თავის მხრივ, საკმაოყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფროსაგულისხმო ფაქტი,რომ, სტატისტიკურიმონაცემებით, განქორწინების ინიციატორადმამაკაცზე ხშირად ქალიგვევლინება. გამოდის,სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

როგორც ჩანს, სერიოზული მიზეზები საკმარისზე მეტია… რაღას არ აბრალებენ ოჯახებისმოხშირებულ რღვევას სოციოლოგები და ფსიქოლოგები: ემანსიპაციაო, ეკონომიკური კრიზისიო,სოციალური უმწიფრობაო, ესაო, ისაო…

ეს ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, მაგრამ მაინც, მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გვაქვს მოსაძებნი.

როგორ ფიქრობ, მაინც რატომ თხოვდება ქალი? ამ შეკითხვას რამდენიმე პასუხი აქვს:

მას მხოლოდ ცხოვრების შეცვლა აინტერესებს. მაგალითად, დაქალებთან ყავის სმა მოსწყინდა და ყოველდღიურობის გადახალისება მოინდომა. ასეთი ქორწინების შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იღბლიანი აღმოჩნდება მისი, უმეტეს შემთხვევაში, ზერელე და უპასუხისმგებლო, არჩევანი.

შეყვარებულია. როცა ქალი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა და, განსაკუთრებით, გამოუცდელი, შეყვარებულია – პირველი, რაც თავში მოსდის, საპატარძლო კაბის მოზომება და საქორწინო ბეჭდის შერჩევაა. შედეგი? – როგორი გულისმომკვლელიც უნდა იყოს, სიყვარული ყოველთვის არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტი. „ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი – სხვა რა უნდა სიყვარულსა?!“ – გვეუბნება ხალხური სიბრძნე, ოჯახურ ცხოვრებას კი მხოლოდ ეს არ ჰყოფნის და სულ სხვაგვარი მზადყოფნა ესაჭიროება.

საყრდენს ეძებს. გარკვეული კატეგორიის ქალებისთვის, ცხოვრება, როცა მის პირისპირ მარტო რჩება, გაცილებით რთული და შიშისმომგვრელი ჩანს, ვიდრე იმ მამაკაცის გვერდით, ვისაც შეგიძლია თავი მხარზე ჩამოადო, მკლავზე დაეყრდნო, გულში ჩაეხუტო, ზურგზე აეკრა და ა.შ. ადრე თუ გვიან კი ყველა ხვდება, რომ სირთულეები თითოეული ჩვენგანის პიროვნული განვითარების ნაწილია, ცხოვრებას მამაკაცის ზურგსუკან ვერ დაემალები, ამიტომ ჯობია, დროზე ისწავლო მასთან შენობით ლაპარაკი.

სახლიდან წასვლა უნდა. როცა მშობლების მოუწესრიგებელი ოჯახური ყოფა გოგონას ხანგრძლივი სტრესის მიზეზია, გათხოვება მას მძიმე სიტუაციიდან თავდაღწევის და ბედნიერების ერთადერთ შესაძლო ვარიანტად ესახება. ამის გამო პირველივე შემხვედრს თანხმობას უცხადებს და ხშირად ახალი, კიდევ უფრო გაუსაძლისი, ყოფის ტყვეობაში ექცევა. შედეგად, ქალი ან საბოლოოდ ტყდება, ან ანგრევს ოჯახს და აბსოლუტურად დაუცველი მარტო რჩება.

დედობა სურს. დედობა სურს, მაგრამ არ უნდა, ბავშვი მამის გარეშე დაიბადოს და, რადგან თავისი გემოვნების მამაკაცი ვერ იპოვა, ცდილობს, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მოძებნოს… დონორი, რომლის საჭიროებაც მაშინვე ქრება, როგორც კი დაკისრებულ ფუნქციას შეასრულებს.

ფეხმძიმედაა. მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია, შედეგი კი – ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი.

სხვა გზა არა აქვს – მოიტაცეს რომელ საუკუნეში ვართ? თუმცა ასეთი რამეები ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ჯერ კიდევ ხდება და ქალი, საზოგადოებრივი აზრის შიშითა თუ მშობლების იძულებით, არასასურველ ქორწინებას ეგუება. ოჯახის შექმნის ამგვარი გზა კი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ძალადობის ციკლისა, რომლის ატანა, ამა თუ იმ ფორმით, ქალს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს. ზოგი ეგუება, ზოგი კი, გონს მოსული, მაშინ ანგრევს ოჯახს, როცა უკვე ძალიან გვიანია.

სექსუალური ინტერესი გაეღვიძა. ამ ინტერესის დაკმაყოფილების უფლებას კი არც საზოგადოებრივი აზრი აძლევს, არც აღზრდა და არც რელიგიური წარმოდგენები. ამ „საპატიო“ მიზეზის გამო გათხოვება ნებისმიერ ქალიშვილს მეტისმეტად ძვირი უჯდება.

ანგარება ამოძრავებს. უნდა მის შვილებს მდიდარი მამიკოს მემკვიდრეობა, თვითონ კი სერიალების გმირივით უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. ცუდი ისაა, რომ ფულით მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება შეიძლება, პიროვნულ და სექსუალურ ურთიერთობებს კი სულ სხვა რესურსები ესაჭიროება, რის გარეშეც ჰარმონიული ოჯახი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

მიაჩნია, რომ გათხოვება აუცილებელია. მაშ, როგორ! თუ შენი ყველა მეგობარი უკვე გათხოვდა, ბავშვი გააჩინა, დედამთილთან და მულთან წაჩხუბება მოასწრო, თავს უხერხულადაც კი იგრძნობ, სხვანაირად რომ მოიქცე… თანაც, თითქმის პამპერსებიდან გინერგავენ, რომ ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს, დედა გახდეს, ქმარს ემსახუროს. არადა, როგორც მამაკაცებში, ქალებშიც გამოერევიან ხოლმე „მოწოდებით“ შინაბერები ან თავისუფალი ფრენის მოყვარული არამეოჯახეები, თავისი ბუნებით მოშინაურებას რომ არ ექვემდებარებიან.

 

მაშ, რა ვქნათ, საერთოდ არ გავთხოვდეთ?! უნდა გავთხოვდეთ, აბა, რა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შეგვეძლება, დაახლოებით ასე ვუპასუხოთ:

“ვთხოვდები იმიტომ, რომ მყარი, სტაბილური და ღირსეული ოჯახის შექმნა მინდა პარტნიორთან, რომელსაც კარგ ოჯახზე ზუსტად ისეთივე წარმოდგენები აქვს, როგორიც მე და ორივე მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ”.

მთლად საზეიმო ფიცივით არ ჟღერს, მაგრამ………….?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: