ჭორი თუ სინამდვილე? ცოტა რამ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე

Image

ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მუსიკისა და დრამის თეატრში 5 წლის წინ მივიდა, როცა ის ჯერ კიდევ 19 წლის იყო.

 

მალე 25 წლის გახდება და უკვე ძალიან პოპულარულია.როგორც თავად ამბობს, უამრავ საქმეს არის ერთდროულად შეჭიდებული, თამაშობს თეატრში, იღებენ მხატვრულ ფილმში და გახდა რადიო წამყვანიც.

 

გიორგის მალე ახალ სერიალში იხილავს ქართველი მაყურებელი.ამჟამად ის მუსკომედიის თეატრშია დაკავებული სპექტაკლ ” ანტიგონეში”.
მისი საყვარელი წიგნია “დორიან გრეი”, ხოლო საყვარელი სპექტაკლი “მეფე ლირი”.პიროვნება, რომელიც მის აღფრთოვანებას იწვევს, ზურა ყიფშიძეა.როგორც თვითონ ამბობს, მისი ოცნება ახდა და ასრულებს იმ როლს “ანტიგონეში”, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა.Image

ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გიორგის გულშემატკივარი მალე იხილავს ახალ სერიალში, რომელზეც ჯერ-ჯერობით არ უნდა ისაუბროს.

ცოტა ხანში შეძლო მაყურებლის გულის მოგება და განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონების ფავორიტი მსახიობი გახდა.მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია იმ ფაქტს, რომ გიორგი 5 წლის მანძილზე შეყვარებული იყო მსახიობ თამთა შალამბერიძეზე, რომელსაც სატელევიზიო თოქ-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგ ოფიცილურად დაშორდა.რეალური მიზეზი შეყვარებული წყვილის დაშორებისა, არავინ იცის.ამ საკითხზეც გიორგი სიფრთხილით საუბრობს და კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სოციალურ ქსელში “ფეისბუქზე” მან გაავრცელა მინაწერები, რაც ახალგაზრდების საჭორაო თემად იქცა, რადგანაც გიორგი ყველასთვის საყვარელი მსახიობი და არა მარტო მსახიობი, იგი ბევრისთვის სასურველი სასიძოცაა. თავად მსახიობი კი ყველაზე კომფორტულად თავს გულრწფელი მეგობრების გარემოცვაში გრძნობს.Imageროგორც ამბობენ, გიორგი კვლავ შეყვარებულია, (რა თქმა უნდა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა) მაგრამ ამ თემებით დაინტერესებული თინეიჯერები ჯერჯერობით ობიექტს არ ან ვერ ასახელებენ.Imageცოტა ხნის მანძილზე გიორგიმ შეძლო ქართველი მაყურებლის გულის მოგება და მათი გულრწფელი სიყვარული დაიმსახურა.ტელე ეკრანებზე გამოსული ფილმი “სიყვარულის ბალადა”, სადაც გიორგი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, რეალური სახეა ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილისა. ამ როლმაც გარკვეულ წილად გავლენა იქონია მაყურებელზე და უფრო დადებითად განაწყო მისი პიროვნების მიმართ.გულრწფელად ვუსურვოთ წარმატებები ქართველ ახალგაზრდა მსახიობს და დაველოდოთ იმ სიახლეებს, რაზეც საუბარი ჯერჯერობით არ სურს.

წყარო:internetmedia

 

2 Comments

Mm saintereso iyo

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: