,,გასვლითი ტურები ხეობელი ახალგაზრდებისთვის”

Image

ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტები დევნილი ახალგაზრდებისთვის გასვლით ტურებს იწყებს. პროგრამა ინიცირებულია ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ. აღსანიშნავია, რომ საექსკურსიო ტურების ჩამონათვალს თავად ახალგაზრდები ირჩევენ. ტურები საქათველოს მასშტაბით მოეწყობა.ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა” ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს თინათინ ჭულუხაძეს. გთავაზობთ თინათინთან ინტერვიუს.1) თინა რა სახის ღონისძიებები იგეგმება ხეობელებისთვის და როდის?

-ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ინიცირებული პროგრამა უკვე დამტკიცებულია ქურთის მუნიციპალიტეტის სამსახურის მიერ, შესაბამისად უახლოეს მომავალში მოეწყობა გასვლითი ტურები საქართველოს მასშტაბით.

2) რა სახით იქნება ტურების შერჩევა და თუ მიიღებენ მონაწილეობას მათ შერჩევაში ახალგაზრდები?

– ჩვენ ვთავაზობთ დევნილ ახალგაზრდებს საექსკურსიო ტურების ჩამონათვალს და მათი სურვილისამებრ ხდება სასურველი ტურის შერჩევა. განცხადებები აღნიშნულ საექსკურსიო მარშრუტების შესახებ განთავსდება დევნილთა ჩასახლებებში მათი წარმომადგენლები მობრძანდებიან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში და აირჩევენ მათთვის სასურველ მარშურტს.

3) რა ასაკზეა გათვლილი აღნიშნული ექსკურსიები?

– აღნიშნული ექსკურსიები გათვლილია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის.

4) თუ იგეგმება სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებები განხორციელება?

– ღონისძიებები დაიწყება ივნისის თვიდან და გაგრძელდება წლის ბოლომდე,ასევ ვგეგმავთ ხეობელი სტუდენტების და სკოლამდელი აღსაზრდელების ჩართვას ამ პროგრამაში. გარდა ამისა იგეგმება არაერთი საინტერესო პროექტი, რომელთაც უახლოეს მომავლში გავაცნობთ ჩვენს ახალგაზრდებს
მაგალითად, ბატონი კახა გოჩაშვილის ინიციატივით ვგეგმავთ დევნილთა ჩასახლებებში სპორტული ღონისძიებები მოვაწყოთ.

5) ვინ აფინანსებს აღნიშნულ პროგრამას?

– სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს, მთლიანად აანაზღაურებს ქურთის მუნიციპალიტეტი.
ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობას ვუხდი ამ პროგრამის განხორციელებისთვის ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობის ხელმძღვანელებს და საკრებულოს თითოეულ წევრს გვერდში დგომისთვის – ამბობს თინათინ ჭულუხაძე.

ამ პროგრამის მიზანია ხეობელმა ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები.

საქართველოს მასშტაბით ტურები კი ასეთია:

თბილისის ტური
1) ნარიყალა
2)სამება
3)მეტეხი

მცხეთის ტური
1)ჯვარი
2)სამთავროს დედათა მონასტერი (წმ. მამა გაბრიელ ბერის საფლავი)
3)სვეტიცხოველი
4)არმაზის ციხე

რაბათის ტური
1)რაბათის ციხე

სამცხე-ჯავახეთი
1)ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

ქუთაისის ტური
1)ბაგრატის ტაძარი
2)გელათი
3)მოწამეთა
4)სათაფლიის კასტრული მღვიმე

ბორჯომის ტური
1)მწვანე მონასტერი
2)რომანობვების სასახლე ლიკანში
3)ტყეში აგებული წმ. სერაფიმ საროველის სახელობის მონასტერი
4)წმ.გიორგი სახელობის ტაძარი

უფლისციხე-ქვათახევი
1)კლდეში ნაკვეთი ქალაქი
2)წმინდა გირგის სახ ტაძარი ქვათახევში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: