,,3 წელი ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებიდან”

Imageდღეს, 10 აპრილს სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც “უბედური” შემთხვევის გამო დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. არამარტო პრეზიდენტი არამედ ბორტზე 87 ადამიანი იმყოფებოდა.Image

ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კაჩინსკის მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.

Imageპოლონეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ეხმაურებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ავიაკატასტროფაში კაჩინსკის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვა უდიდესი დანაკარგია პოლონეთისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც. პუტინი სათავეში ჩაუდგა ავარიის მიზეზების საგამოძიებო კომისიას. მწუხარება გამოთქვეს გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: