სანდრა რულოვსი 10 გამოჩენილი პირველი ლედის სიაშია

Imageსაქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი lady.mail.ru-ს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს 10 გამოჩენილ პირველ ქალბატონებს შორის მოხვდა. 

სანდრას დახასიათებაში მისი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ისტორია არის მოთხრობილი. 

“თავის მეორე ნახევარს, ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს, საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვდა. მაშინ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკოსი, ამიტომ ანგარებით ქორწინებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეუღლის გულისთვის რულოვსმა არა მხოლოდ საკმაოდ რთული ქართული ენა შეისწავლა, არამედ მართმადიდებლობაც მიიღო. 

ის საკმაოდ მრავალფეროვანი პიროვნებაა. საქართველოს პირველი ლედი ხუთ ენაზე საუბრობს, შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე. ერკვევა 
იურიდიულ საკითხებსა და მედიცინაში – ცოტა ხნის წინ საექთნო კურსიც დაამთავრა. სანდრა არც პოლიტიკას უვლის გვერდს, თუმცა აღიარებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ვალდებულებაა”, – წერს საიტი საქართველოს პირველი ლედის შესახებ. 

სიაში სანდრასთან ერთად მოხვდნენ აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, საფრანგეთის პირველი ლედი ვალერი ტრიერვეილერი, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, კატარის პირველი ლედი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სამანტა კამერონი, სირიის პირველი ლედი ასმა ასადი, ჩინეთის პირველი ლედი პენ ლიუანი, ესტონეთის პირველი ლედი ეველინ ილვესი და იაპონიის პირველი ლედი აკიე აბე. 

ImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: