მარკუს მეტრეველის ტრაგედია და თავისუფალი საქართველო-9 აპრილი

Image

მომღერალი მარკუს მეტრეველი თავის ფეიზბუქის საკუთარ გვერძე იხსენებს 9 აპრილის ტრაგედიას და რატომ დატოვა საკუთარი სამშობლო.

დღეს 9 აპრილია!!!
ტრაგედიის და ამავდროულად,თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის და გაერთიანების დღე…
მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი,მაგრამ ზუსტად იგივე ნაირად მტკიოდა ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი, როგორც ამ წუთას.მაშინ დიღომში ვცხოვრობდი და კარგად მახსოვს ეხლაც კი ის საშინელი მომენტი და დღე როცა ჩემი აივნის წინ დავინახე რომ შემოდიოდნენ რუსული არმისს ბეტეერები ჯარი,,ბავშვი ვიყავი მაგრამ ზუსტად მახსოვს როგორ გამეყინა სისხლი შიშისგან, სუნთქვა შემეკრა რომ დავინახე რკინის შეიარაღებული ტანკები, თუ როგორ წყნარი ტემპით შემოდიოდნენ თბილისში. ეს იყო 9 აპრილის დილის საათებში.
მთელი უბნის ბავშვები სასწრაფოდ ჩავედით დაბლა, ავედით გზაზე და ამ ბეტეერებს დავუწყეთ ქვების სროლა, ჯოხების , რაც კი ხელში გვხვდებოდა.რაღაც საშინელი შეგრძნება მქონდა რომ საშინელი პერიოდი იწყებოდა საქართველოში.კარგად მახსოვს როგორ გაჩერდა ტანკი და გადმოყო თავი რუსმა ჯარისკაცმა , გადმოვიდა ტანკიდან და შუბლზე დამადო ავტომატი, არასდროს არ ამომდის თვალებიდან ეს მომენტი.
შიშისგან ვერც კი ვიგრძენი როგორ დავსველდი ოფლისგან.ეს დღე იყო და ღამე ჩაგვიქრეს შუქები ყველა კორპუსს, გაითიშა ცენტრალური ტელევიზია,ტელეფონები. არანაირი კავშირი აღარ იყო. და დაიწყო იმ 9 აპრილის საღამოს საშინელი წუთების ათვლა…
მეორე დღეს საქართველო დავტოვეთ.. კარგად მახსოვს როგორ გამოვემშვიდობე ჩემს სახლს , ჩემს მეგობრებს, უბანს, ჩემს თბილისს, ჩემს ქვეყანას.ზუსტად ვიცოდი რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვეღარ დავბრუნდებოდით საქართველოში და ესეც მოხდა…
დღეს კი მეკითხებიან ირონიით, ჯურნალისტები, ნაცნონები, უცნობები, კიმარა რატომ დაბრუნდი საქართველოშიო? შენ ხომ იქ ყველა პირობა გქონდაო რომ გეცხოვრა ბედნიერადო…,,განა არ მეყო 20 წელი გადახვეწა სხვა ქვეყანაში? განა არ მეყო 20 წელი ცხოვრება სხვა ერის ცხოვრებით? სხვა ჰაერის სუნთქვა? სხვა მიწაზე სიარული? სხვა წყლით გაგრილება? სხვა მეგობრების დამეგობრება? სხვა ხალხისთვის მღერა? სხვა ენის სწავლა როცა საკუთარი ჯერ კიდევ არ იცი? განა ლამაზი აპარტამენტები და ცარიელი გაყინული კედლები ადამიანს აბედნიერებს?არ დაიჯეროთ… მიყვარს საბერძნეთი რადგან მე ამ ქვეყანამ გამზარდა, მაგრამ საქართველო უფრო!!! მე ეხლა ვიღებ საქართველოდან რაც ბავშვობაში დამაკლდა. მიყვარს საქართველო!!!
მ.მეტრეველი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: