რატომ არ უნდა წავიდე 19 აპრილს აქციაზე

 

post-29-1348469704

მე,როგორც საქართველოს მოქალაქე ვთვლი, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აპირებს მისვლას ამ აქციაზე არის ზომბირებული და ჯანსაღ აზროვნებას მოკლებული. 9 წლის განმავლობაში სისხლი გაუშრეს ხალხს, ჩააბნელეს შევარდნაძის დროს განათებული საქართველო, აყარეს დაგებული გზები, დაანგრიეს გარემონტებული თანამედროვე შენობები,პატიოსანი მილიცია მიაჩვიეს ქრთამის აღებას, და როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი მხსნელი დიდი მესია ბიძინა, რომელმაც შეძლო თავის გუნდთნ ერთად ჩვენი ხსნა.

არმინდა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მე მინდა მქონდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობა იმდენად კარგი, როგორიც გვქონდა წლების განმავლობაში. ჩემი სურვილია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს რუსული ენა,რადგან ჩვენი წინაპრებისთვის ეს ენა იყო ახლო და არა ინგლისური ენა, რომლის სწავლა რატომღაც სავალდებულოა.

167667_original

ყველასთვის ცნობილია,რომ რუსეთი არის უძლიერესი, განვითარებული ქვეყანა, ხოლო მისი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი არის უნიჭიერესი და უკეთილშობილურესი პიროვნება, რომლისთვისაც უცხოა ომი და მსგავსი თემები, მისი სურვილია მშვიდობა სუფევდეს მთელს მსოფლიოში. მე მინდა, რომ საქართველოში დაბრუნდეს რუსიფიკაცია, და აღდგეს ის ურთიერთობები, რომლებიც წლების წინ გვქონდა. როდემდე უნდა გვშურდეს სომხეთის თეთრი შურით?ნუთუ არ შეიძლება მივყვეთ მათ მაგალითს? მივბაძოთ მათ?

ვის მიერ გამართულ აქციაზე მიდიხართ ხალხნო? ვინც წლების განმავლობაში შევარდნაძის მიერ ნაშენები ქვეყანა დაანგრია,გააცამტვერა და მიწასთან გაასწორა. მე არ მჭირდება საქართველოს აღმშენებლობა, მირჩევნია  ვიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ. არმინდა, რომ სამსახურში აყვანა ხდებოდეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე? ხო შეიძლება ყველაფერი ნაცნობობით ხდებოდეს. რა საჭიროა კონკურენუნარიანი გარემოს არსებობა? რა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდები? როცა შეიძლება გადაიხადო ფული და ჩაირიცხო უმაღლესში. რა საჭიროა განათებული საქარტველო? მააგს ჯობია დავზოგოთ ელექტროენერგია. რა საჭიროა ,,მშვიდობის ხიდის“ნაირი ხიდები, გალამაზებული სკვერები? არ მირჩევნია ყველაფერი იყოს ძველებურად? ხალხიც ბედნიერი იქნება. რა საჭიროა ტურიზმის განვითარება? მე ისედაც ვიცი, რომ საქართველო ყველაზე მაგარია, რათ უნდა ამას მტკიცება? ერთად ერთი ვისი აზრიც გასათვალისწინებბელია ეს არის რუსეთი-ჩვენი მეგობარი. რატომ უნდა ისწავლებოდეს ინგლისური ენა 1- ლი კლასიდან? რუსულმა რა დააშავა? რით არის ინგლისურზე ნაკლები? რა საჭიროა პოლიციის ასეთი მობილიზება, დისციპლინა? არ შეიძლება ყველაფფერი უფრო მარტივად იყოს, გადაიხადო თანხა და გამოისყიდო დანაშაული. 9 წლის განმავლობაში არ გვასვენებდა პოლიცია თავდაუზოგავად ებრძოდნენ ,,უდანაშაულო ადამინებს“, მაგრამ გამოჩნდა ჩვენი მხსნელი დიდი მესია და გაანთავისუფლა ყველა ეს ადამიანი, რომლებიც გახდნენ დისციპლინის და წესრიგის მსხვერპლნი, ზოგიერთი მათგანი პოლიტ-პატიმარიც კი აღმოჩნდა. გვეშინოდა ტელეფონზე საუბრის, დღეს როგორც იქნა დალაგდა სიტუაცია, იმდენად, რომ ნახევარზე მეტს უწევს ინტერნეტის მეშვეობით ტელეფონზე საუბარი. როგორც იქნა დაინგრა სისტემა, აშენდა ახალი, რომლის ფარგლებში ადამიანს გარანტირებული აქვს უღრუბლო ცა და მშვიდი ცხოვრება. იმ იმედით ვცხოცლობრომ მჯერა სულ ცოტა ხანში გამნოსწორდება რუსეთთან ურთიერთობა, როგორც იქნა გვეღირსება  სავიზო მიმოსვლსი აღდგენა ჩავალთ რუსეთსი და პიველი რასაც გავაკეთებს ვიცეკვებთ კრემლში. ახდება უამრავი ადამინის დიდიხანს ნანატრი ოცნება, ვისარგებლებთ რუსული რუბლით და რაც მთავარია თბილისის თავზე იფრიალებს რუსული დროშა…

მსურს მივმართო საზოგადოებას! თუ ჯერ კიდევ შეგრჩენიათ ღირსების გრძნობა და ხართ პრინციპულები 19 აპრილს ყველანაირად ვეცადოთ ხელი შეუშალოთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ევროკავშირში, ჩვენ არ გვჭირდება პროდასავლური კურსი, ჩვენ გვჭირდება პრორუსული კურსი. მივცეთ საშუალება ახალ ხელისუფლებას გაგვხადოს რუსეთის მო

360865454რათქმაუნდა მე არ წავალ 19 აპრილს აქციაზე, რა მესაქმება პატრიოტების გვერდით? რა მესაქმება თავისუფალი ნების მქონე ადამიანების გვერდით? მე მირჩევნია ვიპოვო უბანში ჩაცუცკული ბიჭები და კაი ტიპობაზე ვებაზრო. მოკლედ ბევრი არჩევანი მაქვს და ჩემო მეგობრებო თქვენც მოგიწოდებთ აირჩიოთ, ან წადით 19 აპრილს, რაღაც თუ ვიღაც ნატოსა და ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე ან ჩემთან ერთად მაგარ პონში გავიჩითოთ… ნები, დაგვაბრუნოს 90-იან წლებში. რა საჭიროა დემოკრატია? რით არის ცუდი ტირანია ან ავტორიტარიზმი?

ვაი თქვენს პატრონს ვინც მართლა ასე ფიქრობთ…

ავტორი: ანა ხოტივრიშვილი

%(count)s კომენტარი

aba tqven icit 19 aprils rac sheidzleba bevri gadit c
ocxebi dagvibrunet cocxebiiiii

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: