გიორგი ყორღანაშვილის სამადლობელო წერილი საზოგადოებას

Image

მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც  ამ ერთი თვის განმავლობაში გვერდში ედგა, განსაკუთრებულ მადლობას იხდის იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ გიორგის და ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად შრომობდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

„ჩემო მეგობრებო, კეთილო ადამიანებო, რომლებთაც საერთოდ არ გიცნობთ – მივმართავ ყველას, ვინც ჩემი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა – დიდი მადლობა თქვენ დახმარებისთვის. თქვენი დამსახურებით სულ მალე, 7 აპრილს, ისრაელში გავემგზავრები მკურნალობის დასაწყებად. ძალიან მიჭირს იმხელა მადლიერების გამოხატვა უამრავი ადამიანის მიმართ, რასაც ისინი ჩემგან იმსახურებენ. . . თავიდან არავის სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. პირველ რიგში, მე თვითონ არ მჯეროდა, მაგრამ ამ ერთი თვის მანძილზე იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ დავიჯერე – თურმე ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამისათვის.“ – ნათქვამია გიორგი ყორღანაშვილის განცხადებაში.

 

შეგახსნებთ, რომ გიორგის ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭროება. ოპერაცია საზღვარგარეთ უნდა ჩატარდეს, რომელიც 400 000 $-ს საჭიროებს. უკანასკნელი მონაცემებით, ახალგაზრდა მსახიობის გადასარჩენად 305 000$ არის შეგროვებული.

 

ახალგაზრდა მსახიობის  სიცოცხლის გადასარჩენად კვლავ გრძელდება საქველმოქმედო ღონისძიებები. გიორგი ყორღანაშვილის სახელზე შექმნილია საბანკო ანგარიში და  სატელეფონო ნომერი.

საბანკო ანგარიში(ბანკი რესპუბლიკა):GE13BR0000010150958229 GIORGI KORGANASHVILI. 

თიბისი ბანკი:GE52TB7778536080100003

სატელეფონო ნომერი: 09 01 800 804 –მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი,სილქნეტი

4 Comments

gmertma gagadzlieros gio….chven vloculobt shenze……

♥ ჰო მარა დანარჩენს როგორ შეაგროვებს?

isev xalxis daxmarebit

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: