ჯეოსელმა შვედეთში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დასასწრები საგზურები გაათამაშა

Imageევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, ჯეოსელის გათამაშება 6 აპრილს რუსთავი 2- ის ეთერში შედგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა დოლურა დაატრიალეს და გათამაშების 5 იღბლიანი მონაწილე – გამოავლინეს. ხუთივე გამარჯვებულმა შვედეთში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დასასწრები ორკაციანი საგზური მოიგო. საგზურში შედის: ავიაბილეთი, ვიზა, სასტუმრო და ევროვიზიის კონკურსზე დასასწრები ბილეთები. 

ევროვიზიის კონკურსს საქართველოში უკვე მეორე წელია წარმოადგენენ ფინურ-შვედური თელიასონერა და ჯეოსელი. წელს ამას განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა, რადგან თელიასონერა ასევე არის კონკურსის მასპინძელი შვედეთში. 

ჯეოსელის ინიციატივით, 25 თებერვლიდან 4 აპრილის ჩათვლით ჯეოსელის აბონენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში და მოეგოთ 5 ორკაციანი საგზური შვედეთში. 

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით “Waterfall” მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. ისინი შვედი ბექ ვოკალისტების იოჰანა ბეიბომის, ჰანს მარტინ კაგემარკის და ლიზეტე ვარეს იუჰლმენის თანხლებით მე-15 ნომრად იმღერებენ. 

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: