დღეს ხარებაა

Imageმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი იაკობი აღავლენს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. 
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდ ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვა დღეს თევზით ხსნილია. 
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. დღეს ასევე დიდმარხვის მესამე კვირიაკეა და ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება.
ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: