რუსთავი2-ში ეროსი კიწმარიშვილი შეიჭრა და შეხლა-შემოხლა მოხდა?

Image

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ეთერი 22.06 საათიდან გათიშულია.

როგორც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სახე დიმიტრი ობოლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ტელევიზიაში ეროსი კიწმარიშვილი შეიჭრა და შეხლა-შემოხლა მოხდა. ობოლაძის ცნობით, გადამცემი სწორედ კიწმარიშვილის ხალხმა გამორთო.

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქ გვერდი კი იტყობინება, რომ ტელევიზიაში მცირე ხარვეზია და ფილმის ჩვენება მალე განახლდება.
ზოგიერთი ჟურნალისტი სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას, რომ პირდაპირი ეთერის გაწყვეტა ძაბვის ვარდნას უკავშირდება.

ინციდენტის თაობაზე არაფერია ნათქვამი ტელეკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსთავი2-ის ვებ-გვერდზე განთავსდა.

,,სისტემაში მომხდარი კომპლექსური ავარიის გამო, დროებით შეწყდა მაუწყებლობა, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. ტექნიკური მიზეზების გამო, რაც ძაბვის ვარდნას უკავშირდება, რამდენიმე წუთის წინ გაითიშა რუსთავი 2-ის მაუწყებლობა. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და მაუწყებლობა მალე განახლდება,” – წერია საგანგებო განცხადებაში.

ამ დროისთვის ობოლაძის ფეისბუქის გვერდზე ამგვარი სტატუსი არ დევს, თუმცა, სოციალურ ქსელში სტატუსის ფოტოსურათი აქტიურად ვრცელდება.

წყარო: /ქიზიყი.ge/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: