რუსა მორჩილაძე – ”იმდენად კარგი გამოსვლა ჰქონდა სალომეს კიევში, ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა”

Imageკიევში იურმალას მუსიკალურ კონკურს “ახალი ტალღის”  შესარჩევ კონკურსზე სალომე ქათამაძემ გუშინ ფურორი მოახდინა. შესაბამისად, მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარდგება.

სალომე ქათამაძე და ქართული დელეგაცია კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა. როგორც “ამბები.გე”-სთან საუბრისას ტელეკომპანია “იმედის” მუსიკალურმა პროდიუსერმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა, სალომეს გამოსვლამ ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა.

“იმდენად საოცარი და კარგი გამოსვლა ჰქონდა სალომეს კიევში, რომ ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა. კონკურსის შემდეგ ანი ლორაკი სალომეს შეხვდა. ლორაკმა სითბო და ემოციები ვერ დამალა სალომეს მიმართ. სალომეს მიმართ ოვაციებს არც სხვა კონკურსანტები, მათი მშობლები და ახლობლები მალავდნენ. ეს დიდი სტიმულია იურმალაში გამგზავრებამდე”, – განაცხადა რუსა მორჩილაძემ.

რუსა მორჩილაძის თქმით, იურმალაში გამგზავრებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი. ეს პერიოდი რეპეტიციების, რეპერტუარის და სასცენო ტანსაცმლის შერჩევას მოხმარდება. 

მორჩილაძის განცხადებით, სალომე ქათამაძე იურმალას “ახალი ტალღა 2013”-ზე ეროვნული სიმღერით, მსოფლიო ჰიტით და სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერით წარდგება.

თუ ვის სიმღერას შეასრულებს სალომე ქათამაძე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სალომესთან ერთად იურმალაში, ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობა, რხის მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე, მომღერალი სოფო ხალვაში, “ახალი ტალღის” შიდა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები: მათ შორის დათო ოქიტაშვილი და მაკა საჯაია გაემგზავრებიან.

კიევში სალომესთან ერთად ნინი ცნობილაძეც იმყოფებოდა, რომლის მუსიკალური მონაცემები კომპოზიტორ იგორ კრუტოის დაფუძნებული კომპანია “არსის” წარმომადგენლებსა და ტელეკომომპანია “იმედის” წარმომადგენლებს მოეწონათ. ჟიურის წევრები მას სხვა მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობას დაპირდნენ.

იურმალას “ახალი ტალღა” 23 ივლისს დაიწყება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: