ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან

Imageმაკო კვიტაშვილი პროექტ ,,ახალი ხმიდან”გაიცნო ხალხმა და მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ, მისი გარეგნობა და სტილი 19 წლის მაკოს ნამდვილად გამოარჩევს სხვებისგან და ალბათ არცაა გასაკვირი, მის მიმართ გამოხატული ინტერესი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტის ოცნებაა, მის პროფესიაში დიდ წარმატებას მიაღწიოს, და ამისთვის ბევრი იმუშაოს

მაკო სანამ პროექტში მიიღებდი მონაწილეობას, რა ტიპის იყო შენი მუსიკისადმი დამოკიდებულება.
სანამ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი,მანამდეც ისეთივე დამოკიდებულება მქონდა როგორიც ეხლა მაქვს,ანუ რო გითხრათ დიდ დროს ვუთმობ_თქო მოგატყუებთ,მაგრამ ეს ჩემი ძალიან საყვარელი საქმეა
.

ორიოდე სიტყვით მოგვიყევი სად და რაზე სწავლობ? და თუ აპირებ სიმღერა შემდეგშიც გააგრძელო?
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში,მოდის დიზაინზე, კერძოდ ტყავზე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს სიმღერასთან დაკავშირებითაც

ძალიან დასამახსოვრებელი იმიჯი გაქვს, ესეთი იმიჯი პროექტისთვის შეიქმენი თუ მანამდეც ატარებდი?
არ ვიცი რატომ თვლიან,რომ რაღაც განსხვავებული ვარ, ესეთი ვარ ალბათ მთელი ცხოვრებაა და ალბათ ვერ ვიტყვი,რომ ეს ჩემი იმიჯია, უბრალოდ ეს მე ვარ. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ჩაცმას და აქსესუარებს.

რა ჟანრის მუსიკას უსმენ? და თავად რომელი ჟანრის მომღერლობას ისურვებდი ?
არასდროს მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.იმიტომ რომ უბრალოდ იმდენად ყველაფერს ვუსმენ, ძნელია ავარჩიო

გამორჩეული მომღერალი ან მუსიკალური ჯგუფი თუ გყავს, და ვისთან ისურვებდი დუეტის ჩაწერას?
გამორჩეული მომღერალი ბევრი მყავს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ამ წუთას ვისურვებდი დუეტი რიანასთან ჩამეწერა

გარდ იმისა,რომ პოპულარული გახდი, კიდევ შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა ამ პროექტმა?
პროექტმა ძალიან ბევრი რაღაც მომცა და მასწავლა, შევიძინე ძალიან კარგი მეოგრები, გავიცანი ძალიან სასიამოვნო ხალხი, გამიცნო ხალხმა,რომლებიც ეხლა ჩემი გულშემატკივრები არიან და ვუყვარვარ. ეს არის ძალიან დიდი რამ ჩემთვის და, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება მივიღე,

რა დროს უთმობ შოპინგს და თუ ანიჭებ ბრენდებს დიდ მნიშვნელობას?
შოპინგი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმე, იმდენად მიყვარს ტანსაცმელი,რო ალბათ ვერ აღვწერ. ყველაზე ძალიან მაწყნარებს,როდესაც რაღაცას ვყიდულობ, არ მიყვარს როცა უფულოდ შევდივარ მაღაზიებში, ამიტომ მაშინ შევდივარ,როცა ვიცი რო ძალიან ბევრი რაღაც უნდა ვიყიდო, მაგრამ ყოველი კვირის ბოლოს მაინც უნდა შევიდე და რაღაც სამკაული მაინც უნდა ვიყიდო, ეს ჩვევად მაქვს. ბრენდებს კი დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

საყვარელი ამოჩემებული სამოსი თუ გაქვს და რამდენიმე ნივთი რომლის გარეშეც არსებობა ვერ წარმოგიდგენია?
ამოჩემებული ნივთი მაქვს და ეს არის ბეჭედი,რომლის გარეშეც სახლიდან არ გავდივარ
Image

ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რო გამოგივიდეს?
ყველაზე მეტად იმაზე ვოცნებობ,რომ ძალიან კარგად ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად და გავაკეთო ის საქმე ხუთიანზე,რასაც მინდა გავყვე და მივაღწიო დიდ წარმატებას.

როგორი დამოკიდებულება გაქვს სამკაულებთან და მაკიაჟთან ?
სამკაულები ძალიან მიყვარს, თან ძალიან ბევრი მაქვს. მაკიაჟიც მიყვარს, ალბათ არ ყოფილა დღე,როდესაც მე მუქი ტუჩსაცხი და ტუში არ მსმია .ეს არის ყველაზე დიდი მაკიაჟი ყოველდღიურობისთვის, და თუ რამე განსაკუთრებულია მაშინ მაკიაჟიც შესაბამისად იცვლება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: