არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა…

Imageრამდენიმე კვირაა მითქმა-მითქმა არ წყდება: გადაცემაში – “რა? სად? როდის?” მკერდმოშიშვლებული გოგონა გამოჩნდაო. გოგონა ნახევრად გადაპარსული ვარდისფერით თმით, “მოაზროვნე” თამთა ჭალიძეა. როგორც გავარკვიეთ, მას ბავშვობიდან გამორჩეულად და ექსტრავაგანტურად ჩაცმა ჰყვარებია. თამთამ ისიც გვითხრა, – არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდაო. 

 22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი პერიოდი ვმუშაობდი, ახლა კი აღარ ვმუშაობ და მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის ვემზადები. 2008 წელს ჩემმა კურსელმა და მეგობარმა მიმიყვანა კლუბში თამაშზე – “რა? სად? როდის?” ამ დღემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ მეც ჩავერთე. ძალიან აზარტული ვარ, დღემდე არც ერთ თამაშ არ ვაცდე.საკუთარი ცოდნის გამოსავლენად და ახალი ინფორმაციის მისაღებად, ყველაზე საუკეთესო გზაა. ჩემზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ჯერ არ დავმჯდარვარ სარკისებრ მაგიდასთან. ამჟამად სუპერლიგაში ვთამაშობ. სატელევიზიო გადაცემების ჩაწერას კი მხოლოდ ვესწრები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ. ინტელექტუალურ კლუბში ჩემი გარეგნობა სხვებისაგან განსხვავდება. ხშირად ვიცვლი ხოლმე როგორც ვარცხნილობას, ასევე სტილს. ამ ბოლო დროს თმის ფერი ხშირად შევიცვალე. გუშინ კი თმა საერთოდ გადავიპარსე.

– ალბათ პირსინგი და სვირინგიც ბლომად გაქვს, არა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, პირსინგი არ მაქვს. ყურებიც კი გვიან, 14 წლისამ გავიხვრიტე. ცოტა მეშინოდა და ალბათ მაგიტომ. სურვილი მაქვს, რომ გავიკეთო. ალბათ ოდესმე ამიხდება. ტატუები ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ორი მაქვს. კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვაპირებ. 

– შენი მშობლებისთვის არასდროს ყოფილა მიუღებელი შენი განსხვავებული გარეგნობა?

– ჩემს ოჯახში ამ თემის გამო პრობლემა არასდროს ყოფილა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ვცეკვავდი, ვცურავდი. ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა ფერის თმა მექნებოდა. ქუჩაში თვალის გამოყოლება კი – ჩვეულებრივი ამბავია. აპარსული თავის გამო ჩემი გუნდის კაპიტანი “ჯარის ძმაკაცს” მეძახდა. ჩემი გარეგნობის გამო მძაფრი რეაქცია არასდროს არავის ჰქონია გადაცემის – “რა? სად? როდის?” გასვლამდე. 

– “რა? სად? როდის?” გასვლის შემდეგ ყველა შენზე ლაპარაკობდა: როგორც წესი, მოაზროვნეებსა და დამსწრე საზოგადოებას მკაცრი სამოსი აცვიათ, შენ კი რამდენიმე გადაცემაში მკერდი გიჩანდა. ხალხს ვერ გაერკვია, ვინ იყავი.

– დიახ. რამდენიმე დღე სხვა საჭორაო თემა მგონი, არ ყოფილა. ინტერნეტი ჩემი სურათებით იყო გადაჭრელებული. გულწრფელად გეტყვით, რომ უკვე შევწუხდი ამაზე ლაპარაკით. არ ვთვლი, რომ იმ კაბას ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი რაიმე სჭირდა. შეიძლება, ვიღაცა თვლის, რომ იმ გარემოსთან, სადაც ის კაბა მეცვა, შეუთავსებელი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან ლამაზი კაბაა. დავინახე თუ არა, მომეწონა და მაშინვე ვიყიდე. თანაც მგონია, რომ მიხდება. მათ კი, ვინც ჩემმა ჩაცმულობამ გააღიზიანა, მინდა ვუთხრა – გადაცემის ყურებისას “მოაზროვნეებზე” გადაერთონ, კითხვების გამოცნობა სცადონ. ჩემი აზრით, ამ შოუში მთავარი – ინტელექტია და ხალხი ვიღაცის დეკოლტეს ვერც უნდა ამჩნევდეს. თამაშებს რომ ვუყურებდი ხოლმე, იმდენად კონცენტრირებული ვიყავი მოთამაშეებზე, უკან მდგომი ხალხი არც შემიმჩნევია. თანაც, ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფთათვის სულაც არ არის ეს კაბა “თამამი”. მაგრამ ამის შემდეგ მეცოდინება, როგორ უნდა ჩავიცვა (იცინის).

– თმაც ძალიან ექსტრავაგანტურად გქონდა – ვარდისფრად შეღებილი და ნახევრად გადაპარსული…

– თავის გადაპარსვა ჩემი მეგობრის იდეა იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. თმის ფერი ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიცვალე, რა გითხრათ. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი. ამ ფერის კი არასდროს მქონია. რომ გამეზრდება, ალბათ შევიღებავ. ვუფრთხილდები ხოლმე, არ დამიზიანდეს, მაგრამ გადაპარსვაც არ არის მერე პრობლემა. 

5 Comments

gasagebia rom gansxvavebuli stili aqvs magram inteleqtualuri gadacemis shesaferisi ar iyo.ise gadacemasac unda hqondes dress kodi

ki getanxmebi, xalxis sheuracyofaa eg.

გადაჭარბებული შეფასებაა_ შეურაცხყოფა :))))

chemi azrit, yvelas aqvs sakutari ufleba da yvela individualuri ras chaicmevs an saertod titveli mova ..

ჩემი აზრით თმა უფრო შესამჩნევი იყო. მე პირადად ჯერ თმას შევხედე და მერე მის მკერდს და საერთოდ არ მიგვრძვნია თავი შეურცყოფილად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: