თინა ხიდაშელი- ,,ძალიან ვარ გაბრაზებული. აი ძალიან ძალიან, ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი’’

Imageსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარეს” უკან მდგომი ადამიანების ვინაობით ინტერესდება. შესაბამისი განცხადება ხიდაშელმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. “მგონი ვბრაზდები მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი კიდევ კარგი რომ თბილისში არ ვარ, მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით. ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს “ლაზარე” გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების. ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ.

ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი”, – წერს “ფეისბუქზე” ხიდაშელი.

შეგახსენებთ რომ მოძრაობა ლაზარემ გუშინ განცხადება გაავრცელა: “მოძრაობა “ლაზარე” საყოველთაო სახალხო განგაშს ტეხს!

როგორც დაზუსტებული ინფორმაციით გვაცნობეს, 7 აპრილს- ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამეტის თავმჯდომარის მეუღლის-თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასხლეში “იეღოველთა მსოფლიო კონგრესის” ჩატარება იგეგემებოდა. რამდენადაც მოძრაობა “ლაზარესთვის” ცნობილია- სპორტის სასახლის ადმისტრაცია ეწინააღმდგება ამ ღონისძიების ჩატარებას. ამდენად, მისი ჩატარება მარნეულში გადაწყდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე” გამოთქვამს უკიდურეს აღშფოთებას და პროტეტს “რსპუბლიკური პარტიის” ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ, ამ ინიციატივის გამო. თვლის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას,( თუნდაც უმრავლესობით მოსულს) არა აქვს უფლება სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიისა და ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე მსავსი ღონძიების ორგანიზების დაგეგმვისა. 7 აპრილს- ხარება დღეს ამ ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა კი, სხვა არაფერია, თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობა; მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი “იეღოვას მოწმეთა სექტის” აღზევების სურვილი!

მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად კი, უცხოელი დონორებიც ალბათ მილიონებით დოლარებს გაიღებენ, რათა მერამდენედ სცადონ საქართველოში მართლმადიდებლური ცნობიერების საფუძვლების შერყევა. ვაცხადებთ პროტესტს, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ნიშნავს “დემოკრატიული ფასეულობების” ერთგულებას! ეს მხოლოდამხოლოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ემსახურება!

 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარეს” პრესცენტრი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: