ნინა წკრიალაშვილს ყოფილი ქმარი გარდაეცვალა

დღეს დილით მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ყოფილი ქმარი, შსს-ს თანამშრომელი თენგო წივწივაძე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მომღერალი ყოფილი ქმრის სურათებს “ფეისბუქზე” აქვეყნებს.

“ყველაზე ცუდად ვარ სამყაროში”, – წერს ნინა.

თენგო წივწივაძე 41 წლის იყო. ნინა წკრიალაშვილმა და თენგო წივწივაძემ 2012 წლის 
იანვარში იქორწინეს მან და ნინამ ერთმანეთი ლიტვაში, საკალათბურთო მატჩზე გაიცნეს. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.

თენგო წივწივაძე მანამდე არ ყოფილა ოფიციალურად დაოჯახებული, მას ოთხი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. ნინა და თენგო რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. 

Image

დატოვე კომენტარი