,,დევნილები ხელისუფლების წინა საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ’’

 

კარალეთის დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებელთა განცხადებით,ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირის დაგროვილი დავალიანება.

 

   1-ელ ოქტომბრამდე დევნილი მოსახლეობა იღებდა 50 ლარიან ვაუჩერს, რომელიც მათთვის დიდ შეღავათს წარმოადგენდა.

 

   დღევანდელი ხელისუფლების წინა საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა ბუნებრივი აირის არსებული დავალიანების განულებასთან ერთად 50 ლარიან ვაუჩერსაც, თუმცაღა აღნიშნული პრობლემა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში დღემდე მოუგვარებელია.

 

  კარალეთის დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებელთა განცხდებით არსებული დავალიანების გადახდა შეუძლებელია, რადგან არ აქვთ საშუალება გადაიხადონ დავალიანება.

 

    მათივე განცხადებით, ბუნებრივი აირის დავალიანება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც მერყეობს 800-1000 ლარამდე და ზემოთ, არსებობს საშიშროება, რომ დევნილი მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.

 

   აღნიშნული პრობლემა წარმოადგენს თითქმის ყველა დევნილთა ჩასახლებაში, რამოდენიმე კვირის წინ ზემოდხსენებულ პრობლემაზე წეროვანში ჩასახლებულმა დევნილმა მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვეს და მმართველი ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულეს, მათ დაპირდნენ, რომ დავალიანებას გაანულებდნენ, თუმცაღა ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

 

   ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა’’ დაუკავშირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელ ბატონ თამაზ გვიმრაძეს, რომელიც ადასტურებს რომ მართლაც არსებობს ეს პრობლემა :

 

-დავალიანება არის კი ამ წუთებში, მაგრამ ეს პრობლემა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, მე მხოლოდ მათი პოლიტიკის გამტარებელი ვარ. გარდა ამისა, ჩვენმა სამინისტრომ საახალწლოდ დევნილებს 200 ლარი დაურიცხა, რომელიც უნდა გამოეყენებინათ არსებული დავალიანების გადასახდელად.  ასევე იგეგმება 1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუორმაგდეს დახმარება.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: