აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია აღუდ­გი­ნეს

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია აღუდ­გი­ნეს. საბ­ჭომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთ­ხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და აკ­რე­დი­ტა­ცია წყვე­ტის გა­რე­შე, 25-ივე პროგ­რა­მა­ზე აღად­გი­ნა. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვად და­ა­სა­ხე­ლეს მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი იმ აგ­რა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბა სხვა უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. საბ­ჭოს წევ­რებ­მა დას­ძი­ნეს, რომ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფ­ხვრის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 12 მარტს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­და.  ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ ღია კენ­ჭის­ყრის შე­დე­გად მი­ი­ღო. კენ­ჭის­ყრამ­დე კი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 8 თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 80-გვერ­დი­ან დას­კვნას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.  საბ­ჭომ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტრო­რი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მა. კერ­ძოდ, უხეშ დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა ის, რომ სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ყვე­ლა წიგ­ნი არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ან ზოგ წიგ­ნზე არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი. 

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კით­ხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და ერთ ვა­კან­სი­ა­ზე, თუმ­ცა აიყ­ვა­ნა ორი ლექ­ტო­რი, რად­გან ორი­ვე კან­დი­და­ტი მო­ე­წო­ნა კო­მი­სი­ას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აზ­რით, ამით და­ირ­ღვა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი.  აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ასე­ვე შე­ე­დავ­ნენ იმა­ში, რომ მან სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უთ­ვა­ლა ორ სტუ­დენტს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, გას­ცა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მე­ბი. უც­ხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას კი ახ­დენს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი.   ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის  საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: