ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ლამაზმანი

Image

ქართველი მსახიობი ელენე სხირტლაძე ჰოლივუდის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. 11 წლის ასაკში
ის საერთაშორისო კინოფესტივალ „იმპერიალის“ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც კი იყო.ამავე
ასაკში ელენე აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად დედასთან 
ერთად, სადაც სამსახიობო სკოლა დაამთავრა.რადგანაც გვარი „სხირტლაძე“ უცხოელებისათვის ძნელი წარმოსათქმელია, მენეჯერებმა
მას სახელი შეუცვალეს და ახლა გოგონას ელენა სატინი ჰქვია.პირველად მან 2003 წელს ითამაშა ფილმში „detective Rush“ და შემდგომ უკვე
მრავალ პროექტში გამოჩნდა.ის მონაწილეობს ფილმში „Just go with it“, სადაც მთავარ როლებს ადამ სანდლერი, ჯენიფერ ენისტონი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ, ამას ემატება 2012 წელს გადაღებული “I’m mortal”, სადაც ის თამაშობს ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ოლივია უაილდთან ერთად.ელენე მუსიკალური და საცეკვაო ნიჭითაცაა დაჯილდოებული და ეს კარგად გამოჩნდა ფილმში „Chicago“.გოგონამ საშინელებათა ჟანრშიც სცადა ძალები ფილმით „Don’t look up”.გარდა ამისა, მას ტელესერიალებშიც აქვს მიღებული მონაწილეობა, რომლებშიც შედის “Smalville”, ”Marlose Place”, ”Agatha Christie’s poirot”, ”NCIS”, ”Cold Case” და სხვა.ელენემ ახლახან დაიწყო სამსახიობო კარიერა და ამ ეტაპზე მისი მიღწევები საკმაოდ სერიოზულია.იმედია, ამ ულამაზეს ქართველ მსახიობს მალე მთავარ როლებშიც ვიხილავთ.

გთავაზობთ ელენეს ფოტოებს

ImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: