თბილისის საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ.

თბილისის საბავშვო ბაღებში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დენის მიწოდებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ელექტროენერგია ერთი კვირის წინ გაუფრთხილებლად გაუთიშეს. დევნილების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ და მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად მათი ყოფა-ცხოვრება დღითითდღე მძიმე ხდება. მათ დენის მიწოდების მოთხოვნით აქცია ბიზნეს-ცენტრთანაც გამართეს, საიდანაც ისინი ჯერ ,,თელასთან” შემდეგ კი დევნილთა სამინისტროსკენ გადაამისამართეს. სამინისტროს წარმომადგენელმა, რევაზ ქობალიამ აღნიშნა, რომ დევნილებს დავალიანება აქვთ და ამ თანხების დაფარვამდე დენის მიწოდება არ მოხდება. დევნილებს არც შეღავათზე დასთანხმდნენ და არც გამრიცხველიანებაზე, რადგან შენობა სადაც ისინი არიან ჩასახლებულნი მათ კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს. 28 ლარიანი დამხარებით კი რომელიც გარკვეულ ნაწილს ჯერ არც კი მიუღია ამბობენ, რომ დავალიანების დაფარვას ვერ შეძლებენ და უშუქოდ ყოფნა მათთვის გაურკვეველი ვადით მოუწევთ.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: