“ალბათ, კანცელარიის წინ თავი უნდა დავიწვა, რომ პრემიერმა ყურადღება მომაქციოს”

Image

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორ ანდრო ბარნოვის განცხადებით, მიუხედავად მის მიერ გამოვლენილი ფაქტისა კონფლიქტის ზონაში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.
 
„ხელისუფლების მხრიდან ჩემს განცხადებას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. მე პრესკონფერენცია მოვაწყვე და თითქმის ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა ეს ამბავი, თუმცა როდესაც რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ არაფერი იცოდა. ალბათ, კანცელარიის წინ თავი უნდა დავიწვა, რომ პრემიერმა ყურადღება მომაქციოს,”- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მომიჯნავე რამდენიმე სოფელში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების თაობაზე, რომლებიც ზოგან უშუალოდ საცხოვრებელი სახლების ეზოშიც კი გაატარეს და ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: